აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეისონ კლაბფლაიშის კომენატარი მედიასთან ამერიკული განათლების გამოფენაზე (30 ოქტომბერი)

აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეისონ კლაბფლაიშის კომენატარი მედიასთან ამერიკული განათლების გამოფენაზე (30 ოქტომბერი)

 

შეკითხვა ამერიკული განათლების გამოფენასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ჯეისონ კლაბფლაიში: ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ დღეს განათლების ფორუმზე წარმოდგენილია 16 ამერიკული უნივერსიტეტი. ვფიქრობ ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყოველწლიურად დაახლოებით 200 სტუდენტს აგზავნის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ ვასპონსორებთ დიდი რაოდენობით სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ხდება ამერიკული უნივერსიტეტებისა და ქართველი სტუდენტების გაცნობა, არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ამერიკის საელჩოსთვისა და ქართველი სტუდენტებისთვის. ჩვენ მოხარული ვართ მათი აქ ყოფნით და ქართველებისა და ამერიკელების საუნივერსიტეტო დონეზე ინტერაქციით.

შეკითხვა აშშ-ს ელჩობის კანდიდატის კელი დეგნანის მოსმენასთან დაკავშირებით სენატში, მათ შორის მის მიერ აღნიშნულ პრიორიტეტებზე – ჩატარდეს სამართლიანი, გამჭირვალე და მრავალპარტიული არჩევნები 2020 წელს

აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ჯეისონ კლაბფლაიში: გუშინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიგდა კელი დეგნანის ელჩად დამტკიცების სპროცესში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ის ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც აღნიშნეთ, მას ჰქონდა მოსმენა სენატის საგარეო ურთიერთობათა საქმეთა კომიტეტში, შესაბამისად თუ ის მიიღებს საჭირო ხმებს კომიტეტის შიგნით, გაიმართება მისი მოსმენა სენატის სრული შემადგენლობის წინაშე. სენატის სრული შემადგენლობის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, ის ჩამოვა საქართველოში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის მთლიანი პროცესის ერთი ნაბიჯი, და ამ ეტაპზე არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ როდის იქნება ის საქართველოში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პროცესი მიმდინარეობს და მოუთმენლად ველით მის ჩამოსვლას საქართველოში.

შეკითხვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც აღნიშნა ელჩობის კანდიდატმა, კელი დეგნანმა

აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ჯეისონ კლაბფლაიში: აღნიშნული საკითხები წარმოადგენს ამერიკის საელჩოს სასაუბრო საკითხებსაც. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა USAID-ისა და სხვა სააგენტოების მეშვეობით ბევრს მუშაობს საქართველოს მთავრობასა და ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად 2020 წლის არჩევნების წარმატებით ჩასატარებლად. ამ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია USAID-ის წვლილი, რომლის ფარგლებშიც 14 მილიონი დოლარი გამოიყო არჩევნებისთვის მოსამზადებლად, ქართული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. ასე რომ, ჩვენ ველით, რომ ეს იქნება საუკეთესო არჩევნები საქართველოსთვის და მოხარულები ვართ საქართველოსთან თანამშრომლობით, რათა არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი.