აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის მედია კომენტარი პარლამენტში (21 თებერვალი)

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის მედია კომენტარი პარლამენტში

შეკითხვა თიბისი ბანკთან განვითარებული მოვლენების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელჩი უილსონი: ჩვენ და სხვა დიპლომატები ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას გარკვეული შეშფოთებით, რადგანაც ამას აქვს გავლენა საქართველოს, როგორც ბიზნესისთვის კარგი ადგილის, რეპუტაციაზე. არ მინდა ამ პროცესში ჩართულ კონკრეტულ პიროვნებებზე ვისაუბრო, თუმცა ჩვენ ნათლად გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება რაოდენ მნიშვნელოვანია, თუ როგორ გადაწყდება და როგორ იქნება ახსნილი ეს მიმდინარე მოვლენები, რადგანაც ამ ყველაფერს ექნება გავლენა და საჭიროა სიფრთხილე ლეგიტიმური საბანკო მარეგულირებელი თუ სამართლებრივი საკითხების გადაჭრის პროცესში, იქ სადაც ამის საჭიროება არსებობს; რა თქმა უნდა, საკითხი სერიოზულია, გამომდინარე შესაძლო შედეგებიდან.