აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ (5 ნოემბერი)

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ (5 ნოემბერი)

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა გახსნა კონფერენცია „პროფესიული განათლების კვირეული“ (TVET) განათლების მინისტრ ბატიაშვილთან და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს ლონა სტოლთან ერთად. ქალბატონმა რუდმა აღნიშნა, რომ ყველა ვინც დღეს აქ იმყოფებოდა – კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი, პედაგოგი, სტუდენტი თუ პოლიტიკოსი – მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მომავალი ეკონომიკის ჩამოყალიბებაში.

კომენტარი მედიას

კითხვა კონფერენციის შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი: ამერიკის მთავრობა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ხელს უწყობს საქართველოში განათლების გაუმჯობესებასა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას. შესაბამისად ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვაფინანსებთ „პროფესიული განათლების კვირეულს“ და ამ კონფერენციას. ეს ღონისძიება წარმოაჩენს ჩვენი პარტნიორების წარმატებებს პროფესიული განათლების სფეროში და მათ შორის ახალ 50 სასწავლო პროგრამას. მოხარულები ვართ აგრეთვე, რომ ჩვენთან ერთად არიან წარმოდგენილი ამერიკული კორპორაცია „ინტელი“ და „ბრიტანეთის ავიახაზები“. ამ კომპანიიდან წარმოდგენილი ექსპერტები განათლების სფეროში გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას ამ მიმართულებით.

კითხვა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებსა და მეორე ტურის კამპანიის შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნების პირველი ტური ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება დაეფიქსირებინათ თავისი არჩევანი. ჩვენი საელჩო ასევე იზიარებს იმ საკითხებს და ნაკლოვანებებსპრობლემებს რაც სადამკვირვებლო მისიებმა არჩევნებზე ხარვეზების სახით აღნიშნეს; იმედი აქვს, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდება მეორე ტურში. ჩვენ ვუყურებთ არჩევნებს როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა.