აშშ-ის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ.
მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას.
ელჩი კელი დეგნანის კომენტარი თბილისში ჩამოსვლისას
გამარჯობა! მოხარული ვარ, რომ უკვე აქ ვარ. ჩემთვის პატივია ვიმსახურო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად საქართველოში. მოუთმენლად ველოდები ამერიკასა და საქართველოს შორის უკვე არსებული მტკიცე პარტნიორობის გაგრძელებას; თითქმის, 30 წელია ჩვენ ვთანამშრომლობთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის დივერსიფიკაციის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების საქმეში და, რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში საკუთარი საზღვრებისა და მოქალაქეების დასაცავად. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია და კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. მე მოუთმენლად ველი, რომ ჩემი საელჩოს გუნდთან ერთად და ვაშინგტონის მხარდაჭერით დავეხმარებით საქართველოს თავისი მიზნების განხორციელებაში, რაც გულისხმობს სტაბილურ, წარმატებულ და უსაფრთხო ქვეყანას
დიდი მადლობა, ნახვამდის