აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადილე ალიშა ვუდვორდი და აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ ჩვენებას „16 ქალი ცვლილებებისთვის“ (28 მარტი)

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადილე ალიშა ვუდვორდი და აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ ჩვენებას „16 ქალი ცვლილებებისთვის.“ (28 მარტი)

 

28 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადილე ალიშა ვუდვორდი და აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი დაესწრნენე ქალი ავტორების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენებას „16 ქალი ცვლილებებისთვის.“ ჩვენების დაწყებამდე მედიას გაესაუბრნენ:

შეკითხვა აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული „16 ქალი ცვლილებისთვის“ ვიდეო პრეზენტაციის შესახებ

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ალიშა ვუდვორდი: დღეს მე მულტიმედიური განათლების ცენტრში ვარ, რათა მონაწილეობა მივიღო იმ შესანიშნავი პროექტის ფინალურ ნაწილში, რომელსაც აშშ-ს საელჩო აფინანსებდა იმისათვის, რომ სტიმული მიეცა ახალგაზრდა ქალებისთვის ფილმების მეშვეობით გადმოეცათ საკუთარი ისტორია. ეს არაჩვეულებრივი პროგრამაა, ზოგიერთი ფილმი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალებზე იქნება წარდგენილი. აღნიშნულ ფილმებში ამ კინემატოგრაფისტების ცხოვრების ნარატივებია წარმოდგენილი. მე მახსენდება ფილმი “დამალული პიროვნებები”, რომელიც ნასა-ში მომუშავე ქალების ისტორიებს გვიყვებოდა. საინტერესოა, რამდენი უთქმელი ამბავი იმალება საქართველოში; ამბები, რომლებზეც არასდროს უსაუბრიათ. დღეს მხოლოდ 16 მათგანის მოსმენის შესაძლებლობა მოგვეცა და მოხარული ვიქნები, თუ უფრო მეტი ამბავი იხილავს დღის შუქს.

შეკითხვა ხალხთაშორისი People-to-People სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ალიშა ვუდვორდი: საქართველოში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული დიალოგის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრასთან დაკავშირებით ვიმყოფები. ეს ყოველწლიურ დისკუსიას წარმოადგენს, ჩვენ ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან და ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს მიმოვიხილავთ. მსგავსი მიმოხილვაყველა სახის ურთიერთობაშია მიზანშეწონილი. სტრატეგიული დიალოგი ოთხი სამუშაო ჯგუფისგან შედგება: დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა და შემდეგ ხალხთაშორისი ურთიერთობები. ყველა სამუშაო ჯგუფი უდაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის ხალხთაშორისი ურთიერთობები, ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის არსებული კავშირები აძლიერებს და საფუძველს უყრის დანარჩენი სხვა სახის ურთიერთობებს. აქ იმისთვის ვიმყოფები, რომ მონაწილეობა მივიღო ხალხთაშორისი ურთიერთობების ყოველწლიური სამუშაო ჯგუფის მოლაპარაკებებში. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ყველაფერს, რაზეც ერთობლივად ვმუშაობთ, რათა უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ქართველი და ამერიკელი ხალხის დაახლოვებას.

აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიისთვის ქალი ავტორების მიერ გადაღებული ფილმები ჩვენებაზე „16 ქალი ცვლილებებისთვის“

შეკითხვა აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული „16 ქალი ცვლილებისთვის“ ვიდეო პრეზენტაციის შესახებ

აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: ისტორიულად მარტი ქალთა საერთაშორისო თვეა და მოხარულები ვართ, რომ 16 ქართველი კინორეჟისორის წარმატების აღნიშვნა სწორედ ქალებისთვის ისტორიული მნიშვნელობის თვეში მოხდა. აშშ-ს საელჩოს აქვს პროექტი, რომლის მეშვეობითაც კინორეჟისორებს უნარ-ჩვევების განვითარებასა და გამოვლენაში ვეხმარებით. ჩვენ გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ეს ქალები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს კინოინდუსტრიის განვითარებაში და, შესაბამისად, საქართველოს კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში.

შეკითხვა ნატო – საქართველოს სამხედრო წვრთნების მნიშვნელობის და აშშ-ს პოზიციის შესახებ

აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნების ეს ეტაპი დასასრულს უახლოვდება და იგი იმ სამხედრო წვრთნების შემადგენელი ნაწილია, რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატოსთან პარტნიორობის ფარგლებში. ეს წვრთნები ხელს უწყობს საქართველოს სამხედრო უნარ-ჩვევების განვითარებას, ოპერატიულობის ზრდას და მის შესაძლებლობებს ნატო-სა და ნატო-ს პარტნიორებთან უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

შეკითხვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი იყენებს ოკუპრებულ ტერიტორიებს, რათა გავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე.

აშშ-ის ელჩის თანაშემწე ელიზაბეტ რუდი: ახალი ან საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენ ამ მდგომარეობას ვგმობთ. მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დააბრუნოს სამხედრო ძალები კომპლიქტამდელ პოზიციაზე, უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე, და დაუშვას ამ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული დახმარება.