დოქტორ რედფილდის კომენტარი მედიასთან FELTP ქსელის გახსნის ცერემონიალზე (24 მაისი)

დოქტორ რედფილდის კომენტარი მედიასთან FELTP ქსელის გახსნის ცერემონიალზე (24 მაისი)


კითხვა ღონისძიების შესახებ

დოქტორ რობერტ რედფილდი: საველე ეპიდემიოლოგიის პროგრამა (FELTP) არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალების მოსამზადებლად იმ ქვეყნებში, სადაც ის ხორციელდება. ჩვენს ქვეყანაში, დიდი ხნის წინ, ჩვენ განვავითარეთ ეგრედ წოდებული EIS პროგრამა, რომელიც შემდეგ ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხერხემლად იქცა. სწორედ მისი ანარეკლია საველე ეპიდემიოლოგიის პროგრამა (FELTP) საქართველოში, რომელიც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას ორი წლის განმავლობაში შეისწავლონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპები და შემდეგ ამ ცოდნით ემსახურონ საკუთარ ხალხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუშაობით. ეს პროგრამა საქართველოში 2009 წელს დაიწყო და მას შემდეგ ამ რეგიონის ოთხი ქვეყნის წარმომადგენელი 127 ინდივიდი გადამზადდა. ახლა ისინი მზად არიან მიღებული განათლება საკუთარი ქვეყნების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას მოახმარონ.