ელიზაბეთ რუდის კომენტარები მედიასთან, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ოჯახურ პიკნიკზე ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად ( 6 ივლისი)

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდის კომენტარები მედიასთან, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ოჯახურ პიკნიკზე ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად ( 6 ივლისი)

 

შეკითხვა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე ჩატარებული დღესასწაულის შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი: ბედნიერი ვართ, რომ აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებული შტატების 243-ე წლისთავს ჩვენ პარტნიორებთან, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად. ეს არის მეცხრამეტე წელი, რომელსაც ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად აღვნიშნავთ, აქ, საელჩოს ტერიტორიაზე. ამერიკის სავაჭრო პალატა არის აშშ-ის საელჩოს ძლიერი პარტნიორი ამერიკული ბიზნესის საქართველოში ხელშეწყობისთვის, რომელიც ეხმარება ამერიკულ კომპანიებს აწარმოონ ინვესტიციები და ბიზნესი საქართველოში. როდესაც, მეტი ამერიკული კომპანია მიაღწევს საქართველოში წარმატებას, ძლიერდება ჩვენი ურთიერთობა და ძლიერდება საქართველოც.

შეკითხვა, რომ გაკეთდეს კომენტარი რუსეთის დუმას წევრების შესახებ, რომლებიც განაცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არ არიან და არასდროს იქნებიან საქართველოს ნაწილი და, რომ, საქართველოსათვის ეკონომიკური ემბარგოს დაწესება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი: რუსული დუმას ზოგიერთმა წევრმა შეიძლება თქვას ეგ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს მართალია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამხრეთი ოსეთის და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთსაც, რომ იგივე ქნას. იმავდროულად, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლშეწყვეტის შეთანხმებას და გადათქვას სამხრეთი ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

შეკითხვა, ექნება თუ არა გავლენა უკანასკნელ მოვლენებს საქართველოს საეთაშორისო ურთიერთობებზე.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეეთებული შტატები, რა თქმა უნდა, აკვირდება მოვლენების განვითარებას 20 ივნისის შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ადამიანთა უფლებებს საქართველოში, მათ შორის სიტყვის და შეკრების თავისუფლებებს, მანამ სანამ ეს ხდება მშვიდობიანი გზით. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ნებისმიერ დემონსტრაციას, რომელიც ხდება მშვიდობიანი გზით.