ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან გლობალური სამეწარმეო კვირეულის გახსნის ცერემონიაზე (12 ნოემბერი)

Elizabeth Rood’s Remarks to Media at Global Entrepreneurship Week Opening Ceremony. Photo: State Dept
ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან გლობალური სამეწარმეო კვირეულის გახსნის ცერემონიაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან გლობალური სამეწარმეო კვირეულის გახსნის ცერემონიაზე (12 ნოემბერი)

 

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: დღეს აღინიშნება გლობალური სამეწარმეო კვირეულის დასაწყისი 160-ზე მეტ ქვეყანაში. ამერიკის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ „საქართველოს გლობალური სამეწარმეო ქსელი“ და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ პარტნიორია მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის საქმეში. ეს სამეწარმეო კვირეული მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მეწარმეობა ეხმარება ადამიანებს გაიუმჯობესონ ცხოვრება და შექმნან ეკონომიკური შესაძლებლობები საკუთარი თემის, ქვეყნის და რეგიონისთვის.