ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან „დიპლომატის“ დისკუსიაზე (15 ივნისი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან „დიპლომატის“ დისკუსიაზე (15 ივნისი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესრები ჟურნალი „დიპლომატის“ ორგანიზებულ დისკუსიას სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ჩემს კოლეგებთან ერთად საელჩოდან, ასევე საქართველოს პარლამენტიდან. ჩვენ დღეს განვიხილავთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობას სხვადასხვა სფეროებში: ეკომონიკა, უსაფრთხოება, ხალხთა შორის ურთიერთობა და დამოკრატიული მმართველობა. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს ცნობიერება ამერიკა – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

კითხვა ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სამომავლო გეგმებზე, განსაკუთრებით ვაჭრობის კუთხით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: პრემიერ მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტი იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აღგვეღნიშნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერის ათი წლისთავი და თვალი გადაგვევლო ორმხრივი თანამშრომლობისთვის ქარტიით გათვალისწინებულ სფეროებში: დემოკრატია და მმართველობა, სამხედრო უსაფრთხოება, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა და ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავება. მომდევნო თვეებსა და წლებში ჩვენ გავაგრძელებთ და გავზრდით ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროებში. მემორანდუმი, რომელიც მომზადდა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრის ფარგლებში არის ძალიან კარგი საფუძველი იმისათვის, რომ წინ წავიყვანოთ დაწყებული საქმე. რაც შეეხება კონკრეტულად სავაჭრო-კომერციულ თანამშრომლობას, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც USAID საქართველოში ახორციელებს, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს მზარდი სავაჭრო ურთიერთობა. გვაქვს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტები, მაგალითად, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, რომლის მნიშვნელობაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებებმაც დაადასტურა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს პოტენციალის ზრდას იყოს სატრანსპორტო და სავაჭრო ცენტრი რეგიონში. ჩვენ ბევრ სხვა საქმესაც ვაკეთებთ. მჭიდროდ ვმუშაობთ ამერიკულ კომპანიებთან, რათა მოვიზიდოთ ბიზნესი და ინვესტიცია აქ. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის კომისია და ვაშინგტონში მიღწეული შათანხმება არის ძალიან ძლიერ საფუძველი, რომელზეც უნდა დავაშენოთ.

კითხვა კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნატოსკენ ლტოლვა დააზიანებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის უცვლელი და ურყევი – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც ასევე მოიცავს საქართველოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მხარდაჭერას – აირჩიოს საკუთარი პარტნიორები, მოკავშირეები და მომავალი. ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ პოლიტიკას.