ელჩი დეგნანის მედია კომენტარი USAID YES – Georgia-ს მიერ ორგანიზებულ 100 ქალი მეწარმის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე

ელჩი დეგნანი: მართლაც ძალიან   მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები საქართველოს 100 ქალ მეწარმესთან ერთად.  ბევრ მათგანს მხარი დაუჭირა USAID-მა, აშშ-ის საელჩომ ჩვენ კერძო სექტორის პარტნიორ – მიკრო საფინასო ფონდ კრისტალთან ერთად დაფინანსებით,  ტრენინგებით, პროფესიოული კონსულტაციებით თავიანთი ბიზნესის განვითარებისთვის. აშშ-ის საელჩო სიამაყის გრძნობით ეხმარება ქალ მეწარმეებს, რადგან მთელ მსოფლიოში ქალების წვლილი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის ზრდის, განმტკიცებისა და სტაბილურობისთვის.  როგორც აღვნიშნე, ძალიან მოხარული ვართ , რომ შევძელით დღეს აქ მყოფი ზოგიერთი მეწარმე ქალის მხარდაჭერა  USAID YES – Georgia პროგრამის საშუალებით. გმადლობთ.

შეკითხვა მმართველი პარტიის თავმჯდომარის კომენტარის შესახებ ამერიკისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე, ვინ შეიძელბა ეგულისხმა მას , რამდენად დამაზიანბელი შეიძლება იყოს ეს პროცესი – რადგან ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ეხება 

ელჩი დეგნანი: მე ქართული ოცნების ლიდერებს დავუტოვებ შესაძლებლობას განმარტონ თავისი კომენტარები.  19 აპრილის შეთანხმება ნადლად და ცალსახად აღნიშნავს, რომ მოსამართლეების დანიშვნა დროებით უნდა შეჩერდეს სანამ ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესი არ დასრულდება, რისი შედეგიც იქნება  ამბიციური  სასამართლო რეფორმა.  არ ყოფილა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული  რეფორმა. არ ყოფილა ამბიციური სასამართლო რეფორმა. ამიტომ მოსამართლეების დანიშვნა დროებით უნდა შეჩერდეს.  შეთანხმება ნათელია.  მე არ ვიცი თუ იყო რაიმე სიტყვიერი შეთანხმების ან სხვა გარიგების შესახებ.  ვიცი მხოლოდ ის რაც იმ დოკუმენტშია , რომელსაც ქართული ოცნების ლიდერებმა და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს ხელი 19 აპრილს. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როცა შეთანხმებას აწერ ხელს ამით ეთანხმები დაწერილ პირობებს. ქართულ ოცნებას ჰქონდა მრავალი შესაძელბლობა მოლაპარაკებების პერიოდში 19 აპრილამდე, ამოეღო შეთანხმებიდან ის ნაწილი, რომელიც  მოსამართლეების დანიშვნას ეხებოდა , და მათ ეს არ გააკეთეს.  ასევე, ნება მიბოძეთ, აღვნიშნო , რომ ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელია თანამშრომლობს ათასობით შესანიშნავ  პარტნიორთან საქართველოში დემოკრატიის განვითარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერების, განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესების, ეკონომიკის დივერსიფიკაციის – რისი მოწმენიც ვართ დღეს -ხელშესაწყობად.  ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს მრავალ მოქალაქესთან , ვისაც სურს დაეხმაროს საქართველოს გახდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა, და ვინც იზიარებს (ეთანხმება) ჩვენს მიზანს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს.    

კითხვა ქართული ოცნების მიერ რამდენიმე მედია საშულაების ბოიკოტირების შესახებ , აგრეთვე პარლამენტში მათ შეკითხვებზე უარის თქმის, და პრემიერ მინისტრის პრესკონფერენციაზე ამ მედია საშუალებების არ მიწვევის შესახებ 

ელჩი დეგნანი: ცხადია, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ეხება ყველა პასუხისმგებლურ მედია საშუალებას.  ამგვარად არის საზოგადეობა სრულად ინფორმირებული და  ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარიანი.   მათ ჭირდებათ მოუსმინონ ყველა პასუხისმგებლურ მედია საშუალებას , და ვწუხვარ თუ ზოგიერთი მედია საშუალება არ იყო დაშვებული. 

კითხვა პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებაზე სანქციების შესახებ , რომ ეს არის პრო-რუსული ნარატივი და რომ საქართველო ამერიკის სახელწიფოს  მეგობარია და არა რომელიმე ცალკეული პირის 

ელჩი დეგნანი: ძირითადად რაც ახლა ხდება არის ან რუსული დეზინფორმაცია ან ხელს აძლევს რუსეთს. მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.  როგორ მე აღვნიშნე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომდგენელმა აღნიშნა, სანქციები არის ერთი მექანიზმი, ჩვენ გაცილებით გვირჩევნია, ნებისმიერ შემთხვევაში, განსხვავებების გადაჭრა/მოგვარება დიალოგით.  და ეს არის რასაც ჩვენ მივმართავთ, რისკენაც ორიველ რიგში მივდივართ, ასე რომ, უმეტეს შემთხვევაში, დიალოგი ის საშუალებაა, რომლითაც განსხვავებები გვარდება საბოლოო ჯამში. გმადლობთ

კითხვა შარლ მიშელის საქართველოში მოსალოდენლი ვიზიტის შესახებ; განსახილველი საკითხები იქნება 19 აპრილის შეთანხმება, მოსამართლეების დანიშვნა, რას მოელით და რა არის თქვენი გზავნილი პარტიების მიმართ შეთანხმების შესახებ

ელჩი დეგნანი: ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ ევროკავშირთან ერთად პრეზიდენტ მიშელის 19 აპრილის ფასილიტაციის, მედიაციის დროს.  მე უშუალო მონაწილეობას არ ვიღებ მის ვიზიტში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოსთვის  დიდი პატივია. ბათუმის კონფერენცია მნიშველოვანი  ღონისძიებაა და მონაწილეობის დონეც ამაზე მეტყველებს.  დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან სასარგებლო აზრთა 

 ურთიერთგაცვლის შესაძლებლობა, და აგრეთვე კარგი შესაძლებლობა არა მარტო საქართველოს შესახებ სასაუბროდ, არამედ საქართველოს როლის შესახებ შავი ზღვის რეგიონში. გმადლობთ.