ელჩი იან კელის კომენტარი მედიასთან ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში

ელჩი იან კელის კომენტარი მედიასთან  ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დაარსებიდან ორი წლისთავისადმიმიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე

შეკითხვა -საქართველოსათვის  ახალი შეიარაღების გადაცემისა და ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკა- საქართველოს თანამშრომლობის ხარისხის შესახებ.

ელჩი: მოგეხსენებათ, აქ თითქმის ორი წლის წინ ჩამოვედი და თავად ვნახე, თუ როგორ განვითარდა ცენტრი იდეის დონიდან /და ჩამოყალიბდა/ კარგადფუნქციონირებად საწვრთნელ ცენტრად; ძალიან სასიამოვნოა ამის ნახვა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს გადავცეთ  ემ 240(M 240)  ტიპის ტყვიამფრქვევები. ეს გახლავთ სტანდარტული  ტყვიამფრქვევი, რომელიც გამოიყენება ნატოს ძალების მიერ. ამგვარად, ეს  საქართველოსინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტია, და მე ვფიქრობ, იგი, აგრეთვე, გახლავთ  აშკარა სიმბოლო ჩვენი /აშშ-ს/ მტკიცე გადაწყვეტილებისადავეხმაროთ საქართველოს შეაკავოს აგრესია, მათგან, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ არჩევანს გახდეს ნატოს წევრი.