ელჩი კელის კომენტარი მედიასთან ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმში (17 აგვისტო)

ელჩი კელი ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმში

ძალიან ამაღელვებელი დღე იყო ჩემთვის. დღე დაიწყო ეკლესიის მონახულებით, რომელიც 1200 წლისაა. ვნახეთ იმ ადამიანების წარწერები, ვინც 12 საუკუნის წინ ცხოვრობდენ და ლოცვებში მათი სახელების მოხსენიებას გვთხოვდნენ.

მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც საკუთარი ინიციატივით მოაწყო ეს მუზეუმი სახლში, რომელიც მავთულხლართებიდან 150 მეტრში მდებარეობს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა იცოდნენ თუ რა არის აგრესიისა და ომის საფასური. მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც ეს მავთულხლართები დარჩება აქ დიდხანს. საქართველო კვლავ გამთლიანდება და იქნება წარმატებული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა.