ელჩი კელის კომენტარი მცხეთაში სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე (23 მარტი)

ელჩი კელის კომენტარი მცხეთაში სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე

 

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩი კელი:

მე აქ მომიწვიეს ქალაქი მცხეთის წარმომადგენლებმა. განსაკუთრებულად მინდოდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, რადგან წელს ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკასა და საქართველოსშორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს. ამ პროექტის [სარეაბილიტაციო ცენტრის] მხარდამჭერი არის ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია LDS Charities. ჩვენგვინდა, რომ მეტი ასეთი ხალხი და მეტი ასეთი მოხალისე ვიხილოთ, რათა დავეხმაროთ მომავალ თაობებს. ეს არის ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი და მიხარია რომ აქ ვარ.

კითხვა ლონდონში ტერორისტული თავდასხმის შესახებ

ელჩი კელი:

საზარელი თავდასხმა იყო. ჩვენ ვუთანაგრძნობთ და მხარში ვუდგავართ ბრიტანელ ხალხს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ამ საშინელი თავდასხმის შედეგად ახლობელი ადამიანებიდაკარგეს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მათ, ვინც ფიზიკურად დაშავდნენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ როგორი მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობატერორიზმთან ბრძოლაში. ამერიკა და საქართველო, რა თქმა უნდა, ერთად დგას ამ საშინელი, საშინელი გამოწვევის წინაშე რასაც ტერორიზმთან ბრძოლა ჰქვია.