ელჩი კელი გორის ამერიკულ კუთხეს ესტუმრა (20 თებერვალი)

DSC_0130გორის ამერიკულ კუთხეში პირველი სტუმრობისას, ელჩმა კელიმ მოსწავლეებს მისი, როგორც ამერიკელი დიპლომატის, ბიოგრაფია გააცნო და საქართველოში ამერიკის ელჩის რანგში მისი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. ელჩმა კელიმ მშობლიური ჩიკაგოს შესახებ ინფორმატიული პრეზენტაციისას ამ ქალაქის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ისტორიაზე, დინამიურ არქიტექტურასა და აქტიურ სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაზე ისაუბრა. ელჩმა მოუწოდა ახალგაზრდებს, მისდიონ ოცნებებსა და საგანმანათლებლო ამბიციებს და გამოთქვა იმედი, რომ ამერიკული კუთხეები მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ. აშშ-ის მთავრობა საქართველოში ცხრა ამერიკულ კუთხეს აფინანსებს. მათი მოცანაა, ამერიკელი და ქართველი ხალხის დაახლოება იმ რესურსების გამოყენებით, რომელიც საზოგადოებას ამერიკულ კუთხეებში უფასოდ მიეწოდება (წიგნები, ინტერნეტი, სპეციალური ინტერესის კლუბები და საჯარო ღონისძიებები). აღნიშნული რესურსები ყველა ასაკის სტუმარს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ ისწავლონ უფრო მეტი ამერიკის შესახებ, არამედ შეიძინონ ახალი უნარები, რომელიც განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ.