კითხვა შეხვედრის შესახებ
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი, ნამდვილად მომეწონა. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებში, ასევე, ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე ეკონომიკური კავშირების გაფართოების მიმართულებით. საფუძვლიანად ვისაუბრეთ განათლების მნიშვნელობაზე, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ახლახან გამოცხადებული 7 მლნ დოლარიანი პროგრამის ინიცირების შესახებ, რომელმაც წარმატებით უნდა იმუშაოს საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ ინიციატივებთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს დემოკრატიცაზიის პროცესზე და მის მნიშვნელობაზე განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელი დადგა. მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასთან, ხალხთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობას დემოკრატიულ პროცესზე აქ და იმავეს გავივლით იქ – შეერთებულ შტატებში. მადლობა.“