ელჩი უილსონის კომენტარი მედიასთან OPIC-სა და პეის ჯგუფს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე (4 თებერვალი)

ელჩი უილსონის კომენტარი მედიასთან OPIC-სა და პეის ჯგუფს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე (4 თებერვალი)


კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელჩი უილსონი: პროექტი, რომლის წარდგენაც დღეს მოხდა, ჩემი აზრით, უდიდეს როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, რადგან ქართველი მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომს გახდის საერთაშორისო ბაზარს და საფუძველს დაუდებს საქართველოს გავლით კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ახალ კავშირებს. ჩვენ ძალიან კმაყოფილი და ამაყები ვართ, რომ OPIC (კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია) მონაწილეობს ამ ყველაფერში, ეს გამოხატავს ამერიკის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოსა და მისი წარმატებისადმი.