Flag

An official website of the United States government

ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური საარჩევნო კომისიის კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის გახსნაშ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
აგვისტო 7, 2020

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ცეესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ახალი, USAID-ის მიერ მხარდაჭერილი, კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის გახსნაში. საქართველოს ხანგრძლივი დემოკრატიული განვითარება დამოკიდებულია ისეთი საზიანო გავლენების მოგერიებაზე, როგორიც კიბერშეტევებია. ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მთავრობისა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რათა ის გარე გავლენებისგან დაცულად ჩატარდეს. ახალი სერვერის ცენტრი აღჭურვილია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან პარტნიორობის ფარგლებში, ფონდი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია.

ელჩი კელი დეგნანის მედია კომენტარები ცენტრალური საარჩევნო კომისიის კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის გახსნაზე (17 აგვისტო) 

შეკითვა კიბერუსაფრთხოების სერვერის შესახებ 

ელჩი კელი დეგნანი: გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჟვანიასთან ერთად ვიმყოფები კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის გახსნაზე.  ძალიან მნიშვნელოვანი და შტამბეჭდავია, რომ ეს პატარა, მაგრამ ძლიერი ოთახი შეძლებს საქართველოს საარცევნო სისტემის დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.   აშშ-ის საელჩო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დიდი ხანია თანამშრომლობენ ცენტრალურ საარჩევნო სისტემასთან და ეს ცენტრი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მაგალითია, და იმ პროცესის ნაწილი, რომელიც ცესკოს ეხმარება კიბერსუაფრთხოებისა და აგრეთვე პანდემიის გამოწვევების დასაძლევად.  ჩვენ უეჭველად გავაგრძელებთ ცესკოსთან მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის რომ საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა ცესკოსა და საარჩევნო სისტემის მიმართ რწმენით.  ეს ინფრასტრუქტურა ცესკოს ხელს შეუწყობს გააძლიეროს დაცვა ახალი ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლო საფრთხისა და შეტევებისგან, რაც სხვაგან უკვე ნანახი გვაქვს.  ვამაყობთ, რომ ჩვენც ვეხმარებით ცესკოს ოქტომბრის არჩევნების თავისუფლად, სამართლიანდ და გამჭვირვალედ ჩატარებაში.

შეკითხვა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით; ელჩის მოლოდინები, მთავრობის ვარაუდი ოპოზიციის შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით, მთავრობასთან ერთად ოპოზიციის პასუხიმგებლობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წინაშე

ელჩი კელი დეგნანი: გმადლობთ კითხვისთვის. ეს არჩევნებია, არჩევნებისთვის დამახასიათებელია საკმაოდ ბევრი პოლიტიკური რიტორიკა სხვადასხვა პარტიების მხრიდან. აქ მთავარი არის ის, რომ ამომრჩეველმა შეძლოს უფლება ინფორმაცია მიიღოს იმ საკითხებზე, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი.  ეს ამ არჩევნების მნიშვნელობაზე მეტყველებს, რადგან ამომრჩევლებს ეძლევათ შესაძლებლობა პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები აირჩიონ, მეტი პარტია შევიდეს პარლამენტში, რომლების შეძლებენ ხალხის სხვადასხვა ინტერესებისა და პრიორიტეტების განხილვას.  მიმაჩნია, რომ მაჟორიტარების შემადგენლობა ცნობილია, რაც მნიშვნელოვანია.  ამავდროულად პროპორციული სიაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ასე შევლენ ახალი პარტიებიპარლამნეტში შესვლას პერსპექტივაში მეტი წარმომადგენლობისთვის.

შეკითხვა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე, “ჭიაყელა” ვირუსის მსგავს შესაძლო კიბერ შეტევაზე, მსგავსი შეტევებისგან არჩევნების დაცვაზე 

ელჩი კელი დეგნანი: გმადლობთ. ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა ყველასთვის ვისაც წელს არჩევნები გვაქვს.  ვფიქრობ სერვერი , რომელიც დღეს გავხსენით სწორედ ისაა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გაძლიერდეს ნებისმიერი მხრიდან მსგავსი პოტენციური შეტევებისგან თავდასაცავად.   ამასთან ერთად, აშშ-ის საელჩო ახორციელებს მრავალ პროგრამას რითაც ეხმარება საქართველოს მოსახლეობის უკეთ გაარჩიოს ერთმანეთისგან ცრუ და ფაქტობრივი ახალი ამბები.  მედია პასუხიმგებელია გადაამოწმოს რეპორტაჟები და არ გადასცეს ჭორები და სპეკულაციები, არამედ მხოლოდ წყაროებზე დაყრდნობილი  გადამოწმებული ფაქტები.  მიმაჩნია, რომ ეს ერთობლივი ძალისხმევაა ცესკოს – რომელიც  კარგად და დროულად მუშაობს ამ მიმართულებით, მედიასა და რასაკვირველია საზოგადოებას შორის მიღებული ინფორმაციის  ყურადღებით და გააზრებულად