ინგლისური ენის სასწავლების გახსნა ბათუმის საზღვაო აკადემიაში. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ინგლისური ენის ცოდნა მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან მომუშავე პროფესიონალებისთვის. ეს განსაკუთრებით ვრცელდება ქვეყნის სამსახურში მყოფ ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობენ ერთობლივ და მრავალეროვნულ წვრთნებში. სწორედ ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ინგლისურენოვანი ლაბორატორიების დაარსებას ფოთსა და ბათუმში, 2011 წლიდან საქართველოს სანაპირო დაცვის წევრების მომზადების მიზნით. დღეს სიხარულით გავხსენით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ახლად გარემონტებული ენის სასწავლო ცენტრი. ათი წლის განმავლობაში ეს დახმარება აშშ-ის მთავრობის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მხარდაჭერით განხორციელდა.