დღეს ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში მიღწეული შთამბეჭდავი წინსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონის ლიდერი გახდა. ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს განუხრელი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს წინსვლას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და შენიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების გაღრმავება ამ მისწრაფებათა ხორცშესხმის საუკეთესო გზაა. ლიდერებმა პირობა დადეს, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გასამტკიცებლად თანამშრომლობას გააგრძელებენ.
სხვა შემოთავაზებები თქვენთვის