„მწვანე ობიექტივი“ გამოფენის გახსნა და დაჯილდოების ცერემონიალი (3 ივნისი)

თბილისი, სოლოლაკი, გერონტი ქიქოძის 16, რესტორანი „ეზო“, 2016 წლის 3 ივნისი, 17:00- USAID-ის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლები (CENN) და რესტორანი “ეზო”-ს მფლობელები შეიკრიბებიან ფოტო გამოფენაზე, რათა აღნიშნონ გარემოს დაცვითი მსოფლიო დღე. გამოფენა გაგრძელდება 5 ივნისამდე, რომლის ნახვასაც შეძლებთ რესტორან „ეზოში“.

გამოფენისათვის განკუთვნილი ფოტოები შერჩეულ იქნაwww.fb.com/usaidgeorgia -ს Facebook-ზე გამოცხადებული „მწვანე ობიექტივის“ კონკურსიდან. კონკურსი ჩატარდა USAID-ის,  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და რესტორანი “ეზო”-ს ორგანიზებით, რომლის მიზანიც იყო სოციალური მედიის ცნობიერების ამაღლება კლიმატურ რისკებსა და სხვა გარემოსთან დაკაშირებულ საკითხებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 5 ივნისს მთელს მსოფლიოში, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოების გააქტიურებას, რათა საერთო ძალებით შევძლოთ პლანეტის დაცვა. USAID-ის ხელს უწყობს ქართველ ხალხს ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვასა და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში.  ამ კამპანიის მსგავსი სხვა აქტიობები  შესაძლებლობას გვაძლევს გავაერთიანოთ საზოგადოება მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემასთან ბრძოლაში.

###

საქართველოში USAID-ის საქმიანობის შესახებ: USAID-ის პროექტები,რომელთა მიზანია  საქართველოს დახმარება თავისუფალი დაწარმატებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგმიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიულიინსტიტუტების განვითარება, ასევე, ჯანდაცვის და განათლებისგაუმჯობესება. USAID ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://georgia.usaid.gov