პასუხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს წარმოთქმული ელჩ დანიელ ბ. ბაერის მიერ (2 ივნისი)

საგარეო საქმეთა მინისტრო ჯანელიძე, შეერთებული შტატები გულთბილად მოგესალმებათ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე და მადლობას გიხდით თქვენი დღევანდელი განცხადებისთვის, რომელშიც მოგვაწოდეთ ფართო ანალიზი და შეგვახსენეთ ეუთოს ვალდებულებების მნიშვნელობა  სამივე მიმრთულებით.

მაშინ, როდესაც აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი, გვინდა მივულოცოთ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე . 26 მაისს შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ აღნიშნეს მეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობის მეოთხედი საუკუნე.  ჩვენ მომავალშიც ველით, რომ  პარტნიორობა  უსაფრთხო და დამოუკიდებელ საქართველოსთან გაღრმავდება.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ მსხვერპლს, რაც საქართველომ გაიღო – ჯარისკაცები, ოჯახები, საყვარელი ადამიანები და გამოვთქვამთ უდიდეს მადლიერებას იმ როლისთვის, რაც მათ შეასრულეს  დედამიწის უფრო უსაფრთხო ადგილად გადაქცევაში.

შეერთებული შტატები ხედავს საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიული პროგრესის კარგ მაგალითს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეუთო დააკვირდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც დაგეგმილია 8 ოქტომბერს და ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ისეთი დონე, სადაც იქნება არა ძალადობრივი ასპარეზი მოთამაშეებისათვის და დამოუკიდებელი სასამართლო, და მადლობას გიხდით იმ გამოსვლისათვის, რომელიც ამასთან დაკავშირებით დღეს გააკეთეთ.

ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაცია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, რომელიც შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს, კვლავ მიუღებლად რჩება.

რუსეთის უშიშროების სამსახურები, დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად, ერთგული რჩებიან  ახალი საზღვრების აღმართვის პოლიტიკის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, რაც ზღუდავს ადამინების  თავისუფალი გადაადგილების უფლებას და აფერხებს საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს,  გაუწიონ დახმარება მათ, ვისაც შეეხო მიმდინარე კონფლიქტი. რუსეთის ვალდებულებები ეუთოს  წინაშე გულისხმობს სუვერენიტეტის ხელშეუვალი უფლების პატივისცემას,   საზღვრების ურღვევობას და სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით მათთვის დაკისრებული მოვალეობები, რაც გულისხმობს მათი ყველა ჯარის გაყვანას კონფლიქტამდელ პოზიციებზე და შეუფერხებელ წვდომას ჰუმანიტარულ დახმარებაზე. საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქეებმა და არავინ სხვამ.

შეერთებული შტატები გმობს ფატალური გასროლით შეუიარაღებელი კაცის სიკვდილს  სოფელ ხურჩაში, ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციული საზღვრის ზოლთან. ჩვენ  ვუსამძიმრებთ გიორგი ოთხოზორიას ოჯახს და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. ჩვენ ასევე მოვითხოვთ, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ამ ტრაგედიაში, პასუხი აგონ კანონის წინაშე. ამ სროლამ დაგვანახა გალის ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საჭიროება, ამავდროულად უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროება საერთაშორისო დონეზე  ადმინისტრაციული საზღვრის ზოლის ორივე მხარეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის სასიამოვნო იყო, რომ 27 მაისს გაიმართა ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დისკუსია, რომელიც  შეეხებოდა ხურჩაში სროლას. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უფრო მეტად გამოიძიებენ ამ ინციდენტს და ინფორმაციას გააზიარებენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზისა და სხვა შესაბამისი საშუალებებით.

ჩვენ ველით  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი  25-ე ყოველწლიური სესიის ჩატარებას, რომელიც გაიმართება თბილისში 1-5 ივლისს. საქართველოსთვის ეს არის შესაფერისი მომენტი, რაც მას შესაძლებლობას მისცემს წარმოაჩინოს საკუთარი მიღწევები ასობით პარლამენტარის წინაშე ეუთოს რეგიონიდან.

შეერთებულ შტატებს სურს  კიდევ ერთხელ აღნიშნოს საქართველოში ეუთოს ყოფნის საჭიროება. ჩვენ აშკარად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ისევე როგორც მხარს ვუჭერთ მის მისწრაფებას ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისაკენ.

მადლობა, ბატონო თავმჯდომარე.