პრეზიდენტ ობამას განცხადება მართლმადიდებლურ შობასთან დაკავშირებით (7 იანვარი)

თეთრი სახლის პრეს-სამსახური, 7 იანვარი, 2016

მიშელი და მე შეერთებულ შტატებისა და მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ბედნიერ შობას გისურვებთ. ამ ამაღლებულ დღეს ვზეიმობთ იესო ქრისტეს დაბადებას და ვლოცულობთ მშვიდობისთვის დედამიწაზე. დღევანდელი დღე გვანიჭებს განსაკუთრებულ საშუალებას, პატივი მივაგოთ ამერიკელი მართლმადიდებელი ლიდერების ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, აგრეთვე ხაზი გავუსვათ ჩვენ ვალდებულებას, რომ დავიცავთ რელიგიურ უმცირესობებს, მათ შორის, ქრისტიან უმცირესობებს, რომლებიც ხშირად განიცდიან ძალადობასა და დევნას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დღეს და ყოველ დღე, ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იტანჯებიან თავდასხმებისა და დისკრიმინაციისაგან, რადგან გვჯერა, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ყოველი ადამიანისათვის დაბადებიდან მინიჭებული უფლებაა და ის სამართლიანი საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველია. ვუერთდებით ჩვენი მართლმადიდებელი ძმებისა და დების სიხარულს და მათ იმედით აღსავსე ლოცვას მშვიდობისა და სამართლიანობისათვის მთელ მსოფლიოში.