როს უილსონის კომენტარი მედიასთან ათასწლეულის ინოვაციების დაჯილდოების ცერემონიალზე (28 მარტი)

როს უილსონის კომენტარი მედიასთან ათასწლეულის ინოვაციების დაჯილდოების ცერემონიალზე (28 მარტი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ათასწლეულის ინოვაციების დაჯილდოების ცერემონიალში, სადაც აღინიშნება ქართველი ახალგაზრდების ბრწყინვალე მიღწევები სამეცნიერო დარგებში: მათემატიკა, ინჟინერია და კომპიუტერული ტექნოლოგიები. ამ დარგებში უნარების განვითარება აუცილებელია, რათა საქართველომ 21-ე საუკუნის ეკონომიკაში წარმატებას მიაღწიოს. ზუსტად ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები და პირადად მე, მოხარული ვარ, რომ ეს არის ჩვენი დიდი ძალისხმევის ნაწილი ხელი შევუწყოთ საქართველოს თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას.

კითხვა: როგორ შეაფასებდით საქარველოს მთავრობის რეაგირებას ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით?

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: ამის შესახებ მედიით შევიტყვე. ეს ქმედება ნამდვილად გასაკიცხია. ეს არის ინდივიდის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა, რასაც ჩემი აზრით, ჩვენ ყველანი უნდა ვგმობდეთ. თავს შევიკავებ იმის განსჯისგან, თუ კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი ამ ქმედებებზე. ცხადია, მთავრობას აქვს ვალდებულება იზრუნოს ადამიანების პირადი ცხოვრების დაცვაზე და იმედი მაქვს და მოლოდინი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ზედმიწევნით შეისწავლიან ამ შემთხვევას, როგორც განაცხადეს კიდეც.

კითხვა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოზე ზეგავლენის მოსახდენად ჰიბრიდული ომის მეთოდებს იყენებს და განაგრძობს მცდელობას მოახდინოს ქვეყნის ანექსია. რა კომენტარს გააკეთებთ ამ თემაზე?

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: ანგარიში, რომელიც თქვენ ახსენეთ პირადად არ მინახავს, თუმცა ცხადია, რომ რუსეთი საქართველოზე ზეწოლას განაგრძობს, რუსული დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომის მეთოდები არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩვენთვისაც ყურადსაღებია, რა თქმა უნდა, სხვა კონტექსტში. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ რისკებსა და სისუსტეებს სერიოზულად აფასებენ, როგორც უნდა იყოს კიდეც.