„საკვები პროგრესისთვის”უფრო ძლიერი ეკონომიკის შესაქმნელად აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მაგალითია

ხორბლისა და სოიოს ტვირთის ჩამოცვლა ფოთის პორტში
ხორბლისა და სოიოს ტვირთის ჩამოცვლა ფოთის პორტში
ხორბლისა და სოიოს ჩამოტვირთვა ფოთის პორტში

საქართველოში მდგრადი და მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებისთვის აშშ აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას. აშშ-ის სოფლის მეურნეობის „საკვები პროგრესისთვის” პროგრამის ფარგლებში კიდევ ორმა გემმა: Ocean Gladiator და Babuza Wisdom-მა 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო 3 იანვარს ფოთის პორტში შემოიტანა. 

სოიო და ხორბალი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება და შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში.