საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიძღვნილი ჯონ უილიამსის მუსიკის კონცერტი (13 აპრილი)

საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიძღვნილი ჯონ უილიამსის მუსიკის კონცერტი (13 აპრილი)

შაბათს, 29 აპრილს, საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, აშშ-ის საელჩო საქართველოში სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჯონ უილიამსის მუსიკის კონცერტს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს ნაწყვეტებს ფილმებიდან „ვარსკვლავური ომები“, „ინდიანა ჯონსი“, „იურული პარკი“, „სუპერმენი“, შინდლერის სია“ და ა.შ. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება, კახიძის მუსიკალურ ცენტრში (აღმაშენებლის გამზ. 123/125).

ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე, მხოლოდ 14-24 აპრილს.

ბილეთების შეძენა მხოლოდ ელექტრონულად არის შესაძლებელი. სალაროში ბილეთები არ გაიყიდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთების გადაყიდვა ან სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. მსურველებს შეუძლიათ რამდენიმე ბილეთის შეძენა, მაგრამ ბილეთების უშუალო მყიდველი უნდა დაესწროს კონცერტს.

გთხოვთ, მობრძანდეთ დაწყებამდე 30 წუთით ადრე რადგან კარები ზუსტად 19:00 საათზე დაიხურება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მანქანის გასაჩერებელი ადგილი შეზღუდულია და გირჩევთ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.