სახელმწიფო მდივან კერის განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (24 მაისი)

პრეზიდენტ ობამასა და ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოს მოქალაქეებს გილოცავთ  დამოუკიდებლობის 25 წლისთავს.

26 მაისს აღვნიშნავთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და სტრატეგიული პატნიორობის საუკუნის მეოთხედს.

ჩვენ საქართველოს ვხედავთ, როგორც რეგიონში დემოკრატიული პროგრესის მოწინავე მაგალითს – ეს მიღწევა მეტად აღსანიშნავია იმ დროს, როდესაც თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.

შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აგრეთვე, მის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.

ჩვენ მადლიერნი ვართ საქართველოს პარტნიორობისა და მსხვერპლისათვის ავღანეთში, ამ ერისა და რეგიონის უკეთესი მომავლის მხარდასაჭერად.

მე ვულოცავ ქართველ ხალხს ამ საამაყო დღეს და მომავალშიც ველი დაცულ, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას.