ჰიპ-ჰოპ ცეკვის ინკლუზიური ჯგუფი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების უფლებების მხარდასაჭერად (18 ივნისი)

თბილისი, 18 ივნისი, 2018 – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით საქართველოში ჩამოდის ჰიპ-ჰოპ ცეკვის მრავალეროვანი ჯგუფი „ილ-ებილითიზ“. ჯგუფი საქართველოში 18დან 23 ივნისის ჩათვლით დარჩება ერთ კვირიანი კამპანიის ფარგლებში სახელწოდებით „ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეული“.

ჯგუფი „ილ-ებილითიზ“ წარმოდგენებს გამართავს ქართველ მოცეკვავეებთან ერთად საქართველოს ეტლით მოსარგებლეთა სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციიდან. ყველა ღონისძიება უფასოა დასწრების მსურველთათვის.

ამერიკის საელჩოს ტოლერანტობისა და ინკლუზიის პროგრამა ასეთია:

თბილისი

  • ორშაბათი, 18 ივნისი, 22:00 – „ილ-ებილითიზ“ მონაწილეობას მიიღებს X – ფაქტორში, იმედის ტელევიზია.
  • სამშაბათი, 19 ივნისი, 16:00 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის USAID – ის პროგრამით მომზადებული ფიზიო თერაპევტების გამოსაშვები ცერემონია.
  • ოთხშაბათი, 20 ივნისი, 20:00 – თბილისის ფოტო ფესტივალის გამოფენა ღია ცის ქვეშ და „ილ-ებილითიზ“-ის წარმოდგენა ნიკა მაჩაიძე/ნიკკაკოისა და პარა ორკესტრთან ერთად. თბილისი, ღვინის უბანი, პეტრიაშვილის ქუჩა #1 (სივრცე აღჭურვილია შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების მისაღებად)
  • პარასკევი, 22 ივნისი, 20:00 – „ილ-ებილითიზ“-ის წარმოდგენა ფაბრიკის შიდა ეზოში დაივ ბარის პირდაპირ. მასპინძელია დაივ ბარი. (სივრცე აღჭურვილია შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის).
  • შაბათი, 23 ივნისი, 19:00 – „ილ-ებილითიზ“ და საქართველოს ეტლით მოსარგებლეთა სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის მოცეკვავეების წარმოდგენა. მასპინძლები არიან ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი და მარჯანიშვილის თეატრი. წარმოდგენა გაიმართება მთავარ დარბაზში (მარჯანიშვილის თეატრი უზრუნველყოფს შშმ პირების დახმარებას).

ილ-ებილითიზ“ არის 7 ადამიანისაგან შემდგარი ინკლუზიური ცეკვის ჯგუფი, რომელიშიც შედიან მოცეკვავეები ამერიკიდან, ნიდერლანდებიდან და ბრაზილიიდან. ხუთი მათგანი შეზღუდული შესაძლებლობისაა, თუმცა ამას არ შეუშლია მათთვის ხელი, იყვნენ ჰიპ-ჰოპის ყველაზე ენერგიული მოცეკვავე ჯგუფი, რომელიც ოდესმე გინახავთ.

ილ-ებილითიზ“-ის ვიზიტი თბილისში დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ და დაიგეგმა USAID-ის, საქართველოს ეტლით მოსარგებლეთა სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის, თბილისის ფოტო ფესტივალისა და მათი პარტნიორი Save the Chirldren – თან თანამშრომლობით. ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეული გაიმართება საქართველოს ყველა რეგიონში USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA) პროგრამასთან და ამერიკულ კუთხეებთან თანამშრომლობით. პროგრამა PITA-ს ახორციელებს გაეროს საქართველოს ასოციაცია, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაცია და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ ცნობიერებისა და ტოლერანტობის ზრდა. ამერიკული კუთხეები საჯარო ბიბლიოთეკებში მდებარეობს და ამერიკის საელჩოს მიერ ფინანსდება.

პრესასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიწერეთ შემდეგ მისამართზე:  tbilisipress@state.gov

რეგიონალური ღონისძიებები ტოლერანტობის და ინკლუზიის კვირეულის ფარგლებში.

ღონისძიებების ორგანიზატორები არიან ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA) და ამერიკული კუთხეები. ღონისძიებები ჩატარდება 12 მუნიციპალიტეტში მთელი საქართველოს მასშტაბით. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ამერიკულ კუთხეებს და PITA-ახალგაზრდულ ცენტრებს, ასევე ესტუმრეთ მათ ფეისბუკ გვერდებს.

თბილისი: ივნისი 18-22
მისამართი:
ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA)“ ახალგაზრდული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

D კორპუსი, აუდიტორია 106.
საქართველოს მოსწავლეახალგაზრდობის ეროვნული სასახლე/ამერიკული კუთხერუსთაველის გამზირი #6

ივნისი 18: საჯარო ლექციატოლერანტობა და მრავალფეროვნება”; მოწვეული მომხსნებელიპროფესორი ქეთევან ხუციშვილი/ (PITA) ახალგაზრდული ცენტრი

ივნისი 19: სემინარი ქალთა უფლებებისა და მათი სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ, საინფორმაციო კამპანია ფარი ხანუმ სოფიევას შესახებ, რომელიც იყო პირველი მუსლიმი ქალი, არჩევნების გზით არჩეული ადგილობრივ მუნიციპალიტეტში/ ყარაჯალას საჯარო სკოლა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი

ივნისი 20: PITA ახალგაზრული ცენტრის წევრების ვიზიტი ამერიკულ კუთხეში/მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე/ამერიკული კუთხე

ივნისი 21: ფილმის ჩვენება ტოლერანტობის თემაზე /(PITA) ახალგაზრდული ცენტრი

ივნისი 22: საჯარო ლექცია და დისკუსია ტოლერანტობისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების მნიშვნელობის შესახებ, მოწვეული მომხსენებლები: ბექა მინდიაშვილი – ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი და კობა ჩოპლიანი ეროვნული უმცირესობების საბჭოს კოორდინატორი/ (PITA) ახალგაზრდული ცენტრი

ბათუმი: ივნისი 18-23

მისამართი: ბათუმის ამერიკული კუთხე, ცენტრალური ბიბლიოთეკა, ვაჟა-ფშაველას ქ. #21

ივნისი 18, 18:30: თეატრალური დადგმა ტოლერანტობის თემაზე/ ბათუმის ამერიკული კუთხე

ივნისი 19, 12:00 -18:00: ვორქშოპი „წავახალისოთ მრავალფეროვნება/ ბათუმის ამერიკული კუთხე

ივნისი 20, 17:00: ინკლუზიური სწავლების ცენტრის ბენეფიციარების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/ბათუმის ამერიკული კუთხე

ივნისი 21, 15:00: ვორქშოფი ჟესტების ენაზე/ თავისუფალი სივრცე

ვნისი 22, 19:00: ველორბოლა ტოლერანტობის მხარდასაჭერად / ბათუმის ბულვარი, ანბანის კოშკი

ივნისი 23: მუსიკალური ბენდის „ერთად“ კონცერტი /ბათუმის ბულვარი/საზაფხულო თეატრი

გორი: 20-21 ივნისი

მისამართი: გორის ამერიკული კუთხე, სტალინის ქ. #8

ივნისი 20: აშშ-ს კულტურული ღონისძიება- პრეზენტაცია ამერიკულ ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე.

ივნისი 21: „მრავალფეროვნების მნიშვნელობა“ – PITA-ს წევრების შეხვედრა მოწვეულ მომხსენებელთან რიჩარდ ოიაბედესთან.

ქუთაისი: ივნისი 22
მისამართი:სიყვარულის ბაღი”, ქალაქ ქუთაისის ცენტრი

ივნისი 22: საინფორმაციო კამპანია ქალაქის ცენტრში შემდეგ თემაზე:

  • საჯარო ლექცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

ახალციხე: ივნისი 18-23
მისამართი: ახალციხის საჯარო ბიბლიოთეკა/ ამერიკული კუთხე, თამარ მეფის შესახვევი #11

ივნისი 18-23: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების მიერ შექმინილი ნამუშევრების გამოფენა/ახალციხის ამერიკული კუთხე

ივნისი 19: ვორკშოპი თემაზე „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“/ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორი უფლებებისა და ჩართულობის ცენტრი“

ივნისი 20: ფილმის ჩვენება/“თანასწორი უფლებებისა და ჩართულობის ცენტრი“

ივნისი 21: თოჯინების შოუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების მონაწილეობით/ სკოლა-ინტერნატი

ივნისი 22:

  • დოკუმენტური ფილმის ჩვენება თურქი მესხების შესახებ
  • მუსიკალური კონცერტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების მონაწილეობით ახალციხის ამერიკულ კუთხეში
  • ცოცხალი ბიბლიოთეკა ახალციხის საჯარო ბიბლიოთეკაში

PITA-ს YC წევრები წარმოადგენენ „ცოცხალ წიგნებს“ ახალციხის ეთნიკური უმცირესობების შესახებ (ქართველები, სომხები და აზერბაიჯანლები)

ივნისი 23: ვორქშოპი ხელნაკეთი ნივთების შექმნაზე /ახალციხის საჯარო ბიბლიოთეკა/ ამერიკული კუთხე.

ზუგდიდი: ივნისი 22
მისამართი: ზუგდიდის PITA-ს ახალგაზრდული ცენტრი- ასოციაცია „ათინათი“, რუსთაველის ქ. #94
ზუგდიდის ამერიკული კუთხე, მთავარი ბიბლიოთეკა, მერაბ კოსტავას ქ. #58

12:00: თეატრალური დადგმა ტოლერანტობის თემაზე/ ზუგდიდის PITA-ს ახალგაზრდული ცენტრი

16:00: ხელნაკეთი პოსტერი ტოლერანტობაზემონაწილეები და სტუმრები დაწერენ მათ პირად მოსაზრებებს ტოლერანტობის შესახებ /ცენტრალური ბულვარი

გადაიღებენ მოკლე ვიდეოებს თემაზე „ტოლერანტობის მნიშვნელობა ჩემთვის“, რომლებიც გამოქვეყნდება ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის ფეისბუქ გვერდზე.

თელავი: ივნისი 18, 13:00

მისამართი: ერეკლე II-ს მოედანი

თელავის საინფორმაციო კამპანია მოიცავს შემდეგს:

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
  • ვორქშოპი ჩართულობის მნიშვნელობაზე, დისკუსია თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობების სოციალური და სამედიცინო მოდელები“
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დასაქმებულთა წარმატებების შესახებ გამოცდილების გაზიარება
  • თელავის მერის მოხსენება საქართველოში ჩართულობისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ

ყველა აქტივობისა და მოხსენების დროს უზრუნველყოფილი იქნება ინტერპრეტაცია ჟესტების ენაზე.

გარდაბანი: ივნისი 19

15:00: მუსიკალური ღონისძიება- გარდაბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის ცეკვებსა და სიმღერებს. გაიმართება ბავშვთა ნახატების კონკურსი და გამოფენა ტოლერანტობის თემაზე. გამოვლინდება და დასაჩუქრდება საუკეთესო ნახატის ავტორი.

მისამართი: მეგობრობის სახლი”, გარდაბნის მუნიციპალიტეტი

ნინოწმინდა: ივნისი 18-25

მისამართი: ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრი- ორგანიზაცია“Paros, ჭავჭავაძის ქ.#21.

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი -„დემოკრატი მესხების კავშირი (UDM). რუსთაველის ქ #26.

ივნისი 18: ფილმის ჩვენება ტოლერანტობის თემაზე/ ნინოწმინდას PITA-ს ახალგაზრდული ცენტრი

ივნისი 19: საინფორმაციო კამპანია და ქუჩის წარმოდგენები ტოლერანტობის და ჩართულობის თემაზე ნინოწმინდაში

ივნისი 27: ფოტოგამოფენა ახალციხეში/ ახალციხის PITA-ს ახალგაზრდული ცენტრი

მარნეული: ივნისი 19

მისამართი: მარნეულის PITA-ს ახალგაზრდული ცენტრი, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი (MYC), ერეკლე II-ს ქ.#1.

  • ვორქშოპი თემაზე ევროკავშირი-საქართველო, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს გააცნობიერონ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფების არსი და მისგან მოსალოდნელი ბენეფიტები. მონაწილეები აარჩევენ და წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებიდან.

ოზურგეთი: ივნისი 22

მისამართი: ახალგაზრდული ცენტრი- ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი. გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. #3

  • საჯარო ლექცია „ტოლერანტობა ლიტერატურაში“. მოწვეული მომხსენებელი – ზვიად კორიძე, ჟურნალისტი და შეწყალების კომიტეტის თანმჯდომარე.

ახალქალაქი: ივნისი 18-21:

მისამართი: ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრი- „დამოუკიდებელ მესხთა კავშირი“ (UDM). ტერიანის ., #25

ივნისი 18:

  • PITA-ს ახალგაზრდული ცენტრის წევრები გააკეთებენ ხელნაკეთ ნივთებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ერთად.
  • ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდება ვორქშოპი ჩართულობის მნიშვნელობაზე და გამოცხადდება ფოტო კონკურსი ტოლერანტობის თემაზე.

ივნისი 21, 15:00: ფოტო გამოფენა და დაჯილდოვების ცერემონია ახალქალაქის ცენტრალურ პარკში