ა.შ.შ. ელჩი იან კელი ეწვია შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს (20 სექტემბერი)

Ambassador Kelly visited Georgia’s 112 Emergency Dispatch center. Photo: State Dept
ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ა.შ.შ. ელჩი იან კელი ეწვია შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს.

ა.შ.შ. ელჩი იან კელი ეწვია შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს (20 სექტემბერი)

20 სექტემბერს ა.შ.შ. ელჩი იან კელი ეწვია შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს. 112-ის ოპერატორები 24 საათის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან იღებენ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს და დამუშავებულ ინფორმაციას გადასცემენ პოლიციას, სახანძრო-სამაშველო სამსახურს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს. 112 დაარსდა 2012 წელს და  წარმოადგენდა ამგვარი სახის პირველ დაწესებელებას პოსტ-საბჭოურ სივრცეში.

2014 წელს ა.შ.შ მთავრობის დაფინანსებით და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) ხელშეწყობით ცენტრს გადასცა 14  სადისპეტჩერო კონსოლი. INL-ი განაგრძობს 112-ის მხარდაჭერას, რაც გამოიხატება აშშ-ში საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე 911-ის ცენტრებში სასწავლო ვიზიტების ორგანიზებასა და დაფინანსებაში.