Flag

An official website of the United States government

ა.შ.შ. საელჩო თბილისში უერთდება გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის 16-დღიან კამპანიას

ა.შ.შ. საელჩო თბილისში უერთდება გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის 16-დღიან კამპანიას. ეს არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დღეს სრულდება. აღნიშნული კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა. „გავერთიანდეთ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისათვის!“