2017 წლის გლობალური სამეწარმეო კვირეული ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში (9 ნოემბერი)

2017 წლის გლობალური სამეწარმეო კვირეული ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში (9 ნოემბერი)

 

2017 წლის გლობალური სამეწარმეო კვირეულის ფარგლებში, 12-18 ნოემბერს, აშშ-ის საელჩო და პარტნიორი ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ ინოვაციებსა და მეწარმეობას. წლევანდელი თემატიკა, ქალები პირველ რიგში,  კეთილდღეობა ყველას, ხაზს უსვამს ქალების მიერ მართული ბიზნესებისა და ქალებისთვის მეგობრული სამუშაო გარემოს მნიშვნელობას. აშშ-ის საელჩო იწყებს ბიზნესის მენტორობის ერთწლიან პროგრამას ქალებისა და მამაკაცებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან ბიზნესის უნარების გასავითარებლად. ამერიკელი მეწარმე, ბეტსი ფორი, ცნობილი თავისი პროდუქტებით Hasbro და Mattel-ისთვის, ჩაატარებს ვორქშოფებისა და ლექციების სერიებს თბილისში, ბათუმში, ხაშურში, მარნეულსა და ახმეტაში პროდუქტის განვითარების, მარკეტინგის, ბრენდინგისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ.

11/ 12              აშშ-ის საელჩოს ბიზნესის მენტორობის ერთწლიანი პროგრამის დაწყება

ტექნოპარკი, 19:00, დასწრება მხოლოდ მოწვევით. დეტალებისვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საელჩოს

11/13               ხელმოკლეთა ისტორია: ცხოვრება სოფლად: გარაჟში ჩხირკედელაობა და დიდი ოცნებები! ლექცია და ვორქშოფი ახალბედა ბიზნესმენებისთვის ბეტსი ფორის მიერ

საქართველოს ბანკის მთავარი ოფისი, გაგარინის ქ. 29ა, 19:00

11/14               შენი სტარტაპის დაფინანსება პანელის დისკუსია

ჯეოლაბი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი). მერაბ ალექსიძის ქ. 10

დრო : 19:00-21:00

რეგისტრაცია უფასოა: –https://goo.gl/sXru9j

11/15               ქალი მეწარმეები პანელის დისკუსია გამოწვევებსა და წარმატებებზე

ჯეოლაბი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი). მერაბ ალექსიძის ქ. 10

დრო : 19:00-21:00

რეგისტრაცია უფასოა: – https://goo.gl/JyPvjT

11/16               სოციალური მეწარმეობა წარმატებები, წარუმატებლობა და ქეისების შესწავლა

ევროპის ფონდი, კავსაძის ქ.N3, მე-2 სართული

დრო: 19:00-21:00

რეგისტრაცია უფასოა: – https://goo.gl/8JaavB

11/17               Startup Grind – ბითქოინების მიღმა: ციფრული სავალუტო ვაჭრობა საქართველოში!

ამერიკელი მეწარმე ენდრიუ თორნჰილი ისაუბრებს მომავალში ციფრულ ფინანსებში სპოთქოინის სავაჭრო პლათფორმის როლის შესახებ და ასევე, თუ რატომ სურს, საქართველო თავისი კომპანიის სამშობლოდ აქციოს. გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინასწარ.

საწარმოო ლიფტი, ბამბის რიგი 7 დრო: 19:30

რეგისტრაცია: https://www.startupgrind.com/events/details/startup-grind-tbilisi-presents-american-fintech-pioneer-andrew-thornhill-spotcoin-digital-currency-platform-founder#/

 

11/18               დასაქმების ფორუმიმათთვის ვინც ეძებს სტაჟირებასა და დასაქმებას

შეხვდით დამსაქმებლებს და მიიღეთ მონაწილეობა კონსულტანტებისა და მენეჯერების ვორქშოფებსა და ლექციებში

ჰოლიდეი ინ თბილისი დრო: 12:00-15:00

STEM აკადემია – სანდიეგოს უნივერსიტეტის ერთდღიანი ვორქშოფი და ინტერაქტიული დისკუსია მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთაც აინტერესებთ სწავლა და კარიერა ქიმიასა და ბიოქიმიაში ტექნოპარკი

დრო: 10:00-18:00

რეგისტრაცია უფასოა: https://georgia.sdsu.edu/stem-academy-registration/

რეგიონალური ღონისძიებები

ამერიკელი ინოვატორი და მეწარმე, ბეტსი ფორი გაგიზიარებთ თავის წარმატებულ ისტორიებს და ჩაატარებს ვორქშოფებს მარკეტინგსა და ბრენდინგზე. ბეტსის გამომგონებლის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ის თანამშრომლობს კომპანიებთან „მათელი“ ,  „ჰასბრო“ და „მოში მონსტრები“, სადაც მან 40 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი გამოიმუშავა. ბეტსიმ 100-ზე მეტი პროდუქტი შექმნა და ასევე კონსულტაციებს უწევს ტექნოლოგიურ სტარტაპებს და UNICEF-ის „ინიციატივა სიკეთისთვის“ ფარგლებში შექმნილ სატარებელი მოწყობილობების შემქმნელებს.

11/14   ბათუმის ამერიკული კუთხე, ვაჟა-ფშაველას ქ.21

ვორქშოფი ბიზნესმენებისთვის 15:30, ვორქშოფი სტუდენტებისთვის 17:00

https://www.facebook.com/events/147875585747547/

11/15   ხაშურის ამერიკული კუთხე,

ვორქშოფი მეწარმეებისთვის 15:00, ვორქშოფი სტუდენტებისთვის 16:00

11/16   ახმეტის საჯარო სკოლა #2, ვორქშოფი სტუდენტებისთვის 14:00

11/17   მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი, ვორქშოფი სტუდენტებისთვის 15:00

გლობალური სამეწარმეო კვირეულის პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინოვაციების მხარდაჭერის ფონდი, საქართველოს მეწარმეთა ასოციაცია, საქართველოს ბანკი, საქართველოს ევროპულ კურსდამთავრებულთა ასოციაცია, სს „კრისტალი“ და სანდიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში.

დაარსებული 2008 წელს, გლობალური სამეწარმეო კვირეული არის ყოველწლიური  ერთკვირიანი ღონისძიებებისა და ვორქშოფების სერია შექმნილი მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშესაწყობად 100-ზე მეტ ქვეყანასა და 370-ზე მეტ უნივერსიტეტში. გლობალური სამეწარმეო კვირეული დააარსა ამერიკელმა მეწარმემ და ფილანტროფისტმა, ევიგ კაუფმანმა. 28-30 ნოემბერს მეწარმეები საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ გლობალურ სამეწარმეო სამიტში ქ. ჰაიდერაბადში, ინდოეთი.

მეტი ინფორმაციისთვის დაგვეკონტაქტეთ: tbilisipress@state.gov