2019 წლის საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში” (15 – 18 აპრილი)

2019 International Women in Policing Conference (April 15 - 18). Photo: State Dept

2019 წლის საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში” (15 – 18 აპრილი)

გასულ კვირას (15-18 აპრილს) ა.შ.შ. საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურომ, ბუდაპეშტში მდებარე სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიასთან ერთად უნგრეთში, ბუდაპეშტში მე-8-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას „ქალები პოლიციაში“ უმასპინძლა. ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო ამ კონფერენციას 2012 წლიდან მასპინძლობს და ქალ პოლიციელებს სთავაზობს შესაძლებლობას შეხვდნენ თავიანთ კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, გაუზიარონ მათ თავიანთი გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და შეიძინონ ახალი უნარები გამოცდილი ინსტრუქტორებისგან.
წელს კონფერენციას საქართველოდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, მოლდავეთიდან, კოსოვოდან, ალბანეთიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან და ბოსნია და ჰერცოგოვინადან 101 პოლიციელი ქალი ეწრებოდა. კონფერენციის მთავარი თემა იყო ლიდერობა, რომელსაც აშშ-დან, კანადიდან და საქართველოს შსს აკადემიიდან მიწვეული ინსტრუქტორები ასწავლიდნენ.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო მსოფლიოში ქალი პოლიციელების გაძლიერებისა და მოტივაციისთვის იღწვის; ცდილობს ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას მათი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურების მუშაობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კონფერენციის დასასრულს, ღონისძიებას შეუერთდა აშშ სახლემწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რიჩარდ გლენი, რომელიმაც დახურვის ცერემონიაზე სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს.