USAID-ის დახმარებით 26000 PCR ტესტი გადაეცა დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს
USAID განაგრძობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას COVID-19-ის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების საქმეში.
ახლახან USAID-ის დახმარებით 26000 PCR ტესტი გადაეცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. ტესტები განაწილდება ქვეყნის საავადმყოფოებში, კლინიკებსა და ლაბორატორიებში და დაეხმარება საქართველოს სამედიცინო სპეციალისტებს პანდემიის უფრო ეფექტურად მართვაში.