საქართველოს 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაცილების ცერემონია (28 სექტემბერი)

The 31st Georgian Light Infantry Battalion Deployment Ceremony. Photo: State Dept

საქართველოს 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაცილების ცერემონია (28 სექტემბერი)

 

28 სექტემბერს, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიისათვის ავღანეთში გაცილების ცერემონიაზე ელჩმა იან კელიმ 31-ე ბატალიონის ჯარისკაცებს, საზღვაო ქვეითებსა და საქართველოსთან თანამშრომლობის გუნდის წევრ მეზღვაურებს მიმართა. შეერთებული შტატები მადლიერია საქართველოსი ამ მისიის მდგრადი მხარდაჭერისათვის.

ელჩის სიტყვა გაცილების ცერემონიაზე

თქვენ უნდა იამაყოთ იმით, რასაც  თქვენ და თქვენი ქვეყანა, საქართველო, აკეთებს მშვიდობის უზრუნველსაყოფად და განსამტკიცებლად მთელ მსოფლიოში.

დღეს ჩვენ ვაგზავნით მე-6 ნაკადს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ავღანეთში. ეს გახლავთ მე-20 ბატალიონი, რომელიც იწვრთნება და იგზავნება ავღანეთში 2009 წლიდან მოყოლებული. ჩვენ თქვენ წინაშე ვალში ვართ, რადგან თქვენ ხართ მშვიდობის ელჩები, ამასთანავე ასე შორს იმყოფებით თქვენი ოჯახებისაგან. ჩვენ ყოველთვის დავაფასებთ თქვენს ღვაწლს.

როგორც ვიცე პრეზიდენტმა პენსმა განაცხადა აგვისტოში ვიზიტისას, „ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ერისა და  ხალხის გვერდით დგას- და ვიდგებით თქვენ გვერდით, ისწრაფით რა ევროატლანტიკური გაერთიანების წევრობისაკენ.  და ამერიკის შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით იმ მარადიული ღირებულებების დასაცავად რომელიც  ჩვენ გვაერთიანებს: თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

ქართველებთან ერთად ბოლო რვა წლის განმავლობაში მსახურობის  შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აყველაზე კარგად იცის ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე, თავდადება და სანდოობა.

თხუთმეტი ათას მეომარმზე მეტმა ქალმა და მამაკაც იმსახურა და მსახურობს ავღანეთის ნატოს ISAF-ისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიებში.

ბრძოლის ველზე დაცემული ჩვენი ძმების სიმამაცე, თავგანწირვა და ღირსება დიდ კვალს ტოვებს, თქვენი გამოისობით მსოფლიო უფრო უსაფრთხო ხდება ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის. ჩვენ თქვენ წინაშე ვალში ვართ.

გულწრფელი აღფრთოვანებით საქართველოს მიმართ და სიყვარულით, რომლითაც თქვენი სამშობლო გიყვართ, გისურვებთ ღვთის შემწეობას მსახურობის დროს და შინ, თქვენს ოჯახებში  მშვიდობით დაბრუნებას.