უსაფრთხოების ძალების დამხმარე მე-4 ბრიგადა (SFAB) ევროპაში განლაგდება

უსაფრთხოების ძალების დამხმარე მე-4 ბრიგადა (SFAB) 2021 წლის შემოდგომაზე გადასროლილი იქნება ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების ევროპისა და აფრიკის არმიების მხარდასაჭერად და რათა დახმარება გაუწიოს ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალებს ევროპაში.

SFAB-ი  აღნიშნულს განახორციელებს 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს, ლატვიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პლონეთის და რუმინეთის  სახმელეთო ძალებთან მდგრადი პარტნიორობის დამყარებით, რაც ექვსთვიანი როტაციით დაიწყება.   

SFAB- ეყოლება გამოცდილი, მიზანზე ორიენტირებული ხელმძღვანელობა, რომლის მიზანია, შეერთებული შტატების ევროპისა და აფრიკის არმიებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით გაზარდოს მოკავშირე და პარტნიორული შესაძლებლობები და ურთიერთთავსებადობა “, აღნიშნა პოლკოვნიკმა რობერტ ბერნმა,  უსაფრთხოების ძალების დამხმარე მე-4 ბრიგადის მეთაურმა.

SFAB-ის ინიციატივა მოიცავს კონსულტაციებს, მხარდაჭერას და ალიანსისმოკავშირეებისა და პარტნიორების სამხედრო შესაძლებლობების შეფასებას.  ხანგრძლივი მხარდაჭერის შედეგად მოპოვებული ნდობა  ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესებას და უწყვეტი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფას. აგრესიის შესაკავებლად და მტრების დასამარცხებლად მზაობისათვის SFAB-ი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ჩაატარებს სწავლებებს.

SFAB-ის სათაო ოფისი  რჩება ფორტ კარსონში, კოლორადო. სათაო ოფისი მოაგვარებს საორგანიზაციო საკითხებს და უზრუნველყოფს როტაციაზე მყოფი ბატალიონების ოჯახების დახმარებას. თავდაპირველად 410-ე მანევრირების ბატალიონი გადასროლილი იქნება ევროპაში, რათა კონსულტაციები და ოპერატიული დახმარება გაუწიოს მასპინძელი ქვეყნების  სამხედროებ (კოლეგებს)სპეციალური დამხმარე ძალების შემდეგი ნაკადი იქნება 420-ე მანევრირების ბატალიონი და  430-ე მანევრირების ესკადრონ.  410-ე მანევრირების ბატალიონი შედგება მანევრირების მრჩეველთა ორი სპეციალიზებული ჯგუფისა და – ლოჯისტიკის მრჩეველთა 2 ჯგუფისაგან. 420-ე მანევრირების ბატალიონში ასევე გაერთიანებულია მანევრირების ორი ჯგუფი და – მრჩეველთა ორი ჯგუფი საინჟინრო საკითხებში.  430-ე მანევრების ესკადრონში ასევე  შედის მანევრირების მრჩეველთა ჯგუფები, მათ შორისაა საველე არტილერიის მრჩეველთა ორი ჯგუფი. თითოეული სერტიფიცირებული ჯგუფი ბატალიონისა და ასეულების დონეზე ჩაატარებს კონსულტაციებს და გაუწევს მათ დახმარებაუზრუნველყოფს საკომუნიკაციო მხარდაჭერას და ჩაატარებს შეაფასებას. 

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის SFABs ბრიგადები შეიქმნა  ტრადიციული კონსულტაციების გასაწევად. SFAB ბრიგადები ზრდის აღნიშნული ამოცანების უფრო ფართო მასშტაბით შესრულების შესაძლებლობებსძალისხმევის ბატალიონის და ბრიგადის დონის ფორმირებებისაკენ მიმართვით. SFAB-ის ჯგუფები დაკომპლექტებულია სამეხდრო მოსამსახურეებით, რომლებსაც აქვთ საბრძოლო ინჟინრის,  საკომუნიკაციო მხარდაჭერის, დაზვერვის მონაცემთა ანალიტიკოსის საბრძოლო მედიკოსების, სატრანსპორტო საშუალებების მექანიკოსების და დანაყოფის მომარაგების  სპეციალური გამოცდილება.

“მართალია, ამერიკის შეერთებული შტატების არმია და გაერთიანებული ძალები ატარებენ ერთობლივ სწავლებას, რათა აჯობონ  მოწინააღმდეგეებ, მათ არ უნდა ჩამოიტოვონ მოკავშირეები და პარტნიორები.  საფრთხოების ძალების დამხმარე მე-4 ბრიგადის  ჩართულობა უზრუნველყოფს არმიათა შორის ურთიერთობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციებისა და სტრატეგიული შეკავებისათვის”,  აღნიშნა ბერნმა.

შეკითხვებით მედიას შეუძლია მიმართოს მე-7 არმიის ტრენინგების ხელმძღვანელობის საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილბას. usarmy.bavaria.7atc.list.pao-all@mail.mil.

ამერიკის შეერთებული შტატების ევროპისა და აფრიკის არმიის საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება. 

media@army.mil