ახალი აკადემიური წელიწადი აჭარის ახლადგარემონტებულ სკოლებში დაიწყო (17 სექტემბერი)

DC’s inaugural ceremony for a newly reconstructed school in Adjara. Photo: State Dept.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე საზეიმოდ ხსნიან ახლადგარემონტებულ სკოლას.

ახალი აკადემიური წელიწადი აჭარის ახლადგარემონტებულ სკოლებში დაიწყო (17 სექტემბერი)

17 სექტემბერი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ ჯეფრი რენომ აჭარაში სოფ. ძენწმანის ახლადგარემონტებული სკოლის გახსნის ცერემონიით აღნიშნა.
აჭარაში, სოფ. ძენწმანის სკოლის სრული ხოლო სოფ. ზედა კვირიკეს სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია დაფინანსებულია აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში. პროექტი განახორციელა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა. აღნიშნული პროექტი ეხმიანება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის“ პროექტს აჭარაში, რომლის მიზანსაც აჭარის მაღალმთიანი რაიონების სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება და მოსწავლეთა შორის გადამდებ დაავადებათა გავრცელების შემცირება წარმოადგენს.
აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგად, ასზე მეტი მოსწავლე შეძლებს ახალი აკადემიური წელიწადი პოზიტიურ და ჯანსაღ სასწავლო გარემოში დაიწყოს.
აღნიშნული პროექტი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი ხანგრძლივი დადებითი შედეგები შეიძლება იქონიოს აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის არსებულმა თანამშრომლობამ – განსაკუთრებით განათლების სფეროში.