აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოში ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა გაიხსნა (2 ოქტომბერი)

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოში ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა გაიხსნა (2 ოქტომბერი)

მესაზღვრეებს, ხშირად, ყველაზე რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათი საცხოვრებელი და სამუშაო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე და კომფორტული.
ამერიკის მთავრობის დაფინანსებით დღეიდან სასაზღვრო სექტორ ხრიანის მესაზღვრეებს სრულიად ახალი და მათ საჭიროებებზე მორგებული შენობა მოემსახურება.
აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით საქართველოში უკვე ცხრა ახალი სასაზღვრო სექტორი გაიხსნა და კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ ერთად.