Flag

An official website of the United States government

აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწე თურქეთსა და სამხრეთ კავკასიას ეწვევა
ავტორი
12 წუთიანი საკითხავი
მარტი 30, 2023

აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწე თურქეთსა და სამხრეთ კავკასიას ეწვევა

აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწე თურქეთსა და სამხრეთ კავკასიას ეწვევა აშშ-ის კომერციული პარტნიორობისა და ამერიკული ბიზნეს ორგანიზაციების გლობალური კონკურენტუნარიანობის ხელშესაწყობად

 

ვაშინგტონი – 30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, არუნ ვენკატარამან, აშშ- კომერციის მდივნის თანაშემწე გლობალურ ბაზრების საკითხებში და ამერიკისა და  საგარეო ვაჭრობის ადმინისტრაციის გენერალური დირექტორი   თურქეთ, აზერბაიჯან, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, რათა ხელი შეუწყოს შეერთებულ შტატებსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის,  კომერციის სფეროში მიმდინარე და ახალ  პარტნიორობას,  განსაკუთრებით ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, მიწოდების ჯაჭვს, ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული ეკონომიკის სფეროებში.  

მდივნის თანაშემწე ვენკატარამანი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ხელისუფლების  მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან და სხვადასხვა ამერიკულ და ადგილობრივ კომპანიასთან, რათა შეიტყოს უფრო მეტი მათი ფუნქციონირების  შესახებ და  გაამახვილოს ყურადღება   კომერციულ ჩართულობისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე,  ასევე მოისმინო ადგილობრივ ბიზნეს გარემოში მათი გამოცდილების შესახებ.   

სტამბოლში, თურქეთში, ვენკატარამანი მონაწილეობას მიიღებს რიგ შეხვედრებში ამერიკისა და თურქეთის ბიზნეს თემების წარმომადგენლებთან ერთად და გაეცნობა  სიახლეებს თურქეთის მიმართ  აშშ-ს კერძო სექტორის დახმარების შესახებ, თურქეთში ამერიკული სავაჭრო პალატის  მხარდაჭერას ქალთა ეკონომიკური და სამეწარმეო გაძლიერების მიმართ,  ქალთა მენტორობის პროგრამის მეშვეობით. იგი, აგრეთვე,  შეხვდება ბიზნეს კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან  შეერთებულ შტატებში საინვესტიციო შესაძლებლობებით.  

ბაქოში, აზერბაიჯანში, ვენკატარამანი შეხვდება მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის განახლებადი ენერგიის ტრანსფორმაციაზე და მონაწილეობას მიიღებს აშშ-აზერბაიჯანის სუფთა და მწვანე ენერგიის ფორუმში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს  მწვანე ენერგეტიკის სტრატეგიებზე და რეგიონში არსებულ შესაძლებლობებზე , რაც უზარმაზარ შესაძლებლობებს სთავაზობს აშშ-  განახლებადი ენერგიის კომპანიებ. 

თბილისში, საქართველოში, ვენკატარამანი შეხვდება ხელისუფლების მაღალი  თანამდებობის პირებს , რათა განიხილო საქართველოს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული გეგმები და  მიზნები. ის, ასევე, შეხვდება ბიზნეს ლიდერებს და სპეციალური ამერიკული ბიზნეს სტაჟირების პროგრამის (SABIT) კურსდამთავრებულებს, მათ გამოცდილების გასაცნობად და ამ  მნიშვნელოვანი პროგრამის გაძლიერებისთვის ახალი გზების განსახილველად. ვენტაკარამანი დაესწრება მიღებას ადგილობრივ ბიზნეს ორგანიზაციებისა  და ამერიკელი ინვესტორების მონაწილეობით , სადაც წარმოსთქვამს მისასალმებელ სიტვას და გამოაცხადებს კონკურსის  (SelectUSA Pitch Competition)-გამარჯვებულს. 

ვიზიტის დასასრულს , ერევანში, სომხეთში, ის შეხვდება პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და იქნება მთავარი მომხსენებელი  აშშ-სომხეთის სტრატეგიულ დიალოგზე, რომლის დროსაც იგი ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების ინტერესს კომერციული კავშირების გაღრმავებისა და ენერგეტიკის სექტორში ორ ქვეყანას შორის კომერციული პარტნიორობის ხელშეწყობის მიმართ.   

საერთაშორისო სავაჭრო ადმინისტრაციის შესახებ: 

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ადმინისტრაცია (ITA) არის მთავარი რესურსი ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოდგენილი არიან გლობალურ ბაზარზე. ITA-ს ჰყავს 2200-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ეხმარებიან აშშ-ის ექსპორტიორებს აშშ-ის  100-ზე მეტ ქალაქსა და 80-მდე  ბაზარზე მსოფლიოს მასშტაბით.  

ITA-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.trade.gov.