სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე (9 სექტემბერი)

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე (9 სექტემბერი)

 

მოგესალმებით ყველას, დიდ მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის და დიდი მადლობა საქართველოს, ქართველ ხალხსა და მთავრობას გულთბილი მიღებისთვის. მაკკეინის ინსტიტუტი არის ჩემ გულთან ახლოს მყოფი ორგანიზაცია. ისინი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრთან ერთად საოცარ საქმეს აკეთებენ აღნიშნული კონფერენციის ყოველწლიურად ჩატარებით და ვფიქრობთ, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის და საქართველოს მეგობრებისთვის, ისაუბრონ აქ განვითარებულ მოვლენებზე და ხაზი გაუსვან ამერიკულ მხარდაჭერასა და მეგობრობას საქართველოსთან.

მოხარული ვარ ჩემი პირველი ვიზიტით საქართველოში, სადაც ვიმყოფები სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპოეს დავალებით, და შესაძლებლობით არა მხოლოდ მონაწილეობა მივიღო ამ კონფერენციაში, არამედ, ასევე, შევხვდე საქართველოს მთავრობის წევრებს, განსაკუთრებით იმ პერიოდში როდესაც თქვენ გყავთ ახალი პრემიერ-მინისტრი. გუშინ მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ახალდამტკიცებულ პრემიერ-მინისტრს. დღესაც ვგეგმავ მასთან შეხვედრას. მე, ასევე, შევხვდი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და, რა თქმა უნდა, ვესწრებოდი მისი ვაშინგტონში ვიზიტის დროს შეხვედრას სახელმწიფო მდივან პომპეოსთან რამდენიმე თვის წინ. ჩვენ გავცვალეთ თანმიმდევრული გზავნილები, და აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მიზანია, დავინახოთ ქართული დემოკრატიის გაძლიერება და წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ დესტაბილიზაციურ გავლენას, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს, რაც მოიცავს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან რუსეთის მიერ

ბოლოდროინდელ საქმიანობას, რაც დაძაბულობის ესკალაციაა და ჩვენ მოვუწოდეთ რუსეთს, გააკეთოს ყველაფერი, რათა ესკალაცია თავიდან იქნეს აცილებული და, რა თქმა უნდა, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ჩემი გამოსასვლელი სიტყვის ბოლოს მსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, თუ რაოდენ აფასებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს კონტრიბუციებს, განსაკუთრებით ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ავღანეთში, გარდა ამისა, საქართველოს მონაწილეობასა და ორგანიზებას ორმხრივ თუ მრავალეროვნულ სწავლებებში და საქართველოს უწყვეტ სურვილს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლობლები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში. დღეს ჩემთან ერთად იმყოფება სახელმწიფო მდივნის მოადგილე თავდაცვის საკითხებში ლორა კუპერი, რომელიც ჩემთან ერთად ესწრებოდა შეხვედრებს და ასევე, ცალკეც გამართავს შეხვედრებს. მე კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო მაიკ პომპეოს გზავნილი, რომელიც მან 11 ივნისს გააკეთა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან შეხვედრისას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში.

ტრანსატლანტიკურ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებაში ნატოს წარმატება და მნიშნველობა დამოკიდებულია ნატოში შემავალი ქვეყნების საზოგადოებათა სიმტკიცეზე, და ამ სიმტკიცის საფუძველი მდგომარეობს საერთო ფასეულობებში და თითოეული წევრი-სახელმწიფოს თავდადებაში, დემოკრატიის პრინციპებში, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობაში. რა თქმა უნდა, სწორედ ეს ფასეულობები წარმოადგენს საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის ძირითად ქვაკუთხედს. და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან მრავალფეროვანი მხარდაჭერის პროგრამების მეშვეობით, რათა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს, ჩამოაყალიბონ მტკიცე საზოგადოება, რომელსაც შეუძლია, გაუძლოს რუსეთის მავნებელ ზეგავლენას და ხაზი გაუსვას საქართველოს დასავლურ შეხედულებებს, და ამ საკვანძო ინსტიტუტში ინტეგრაციას.

კითხვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით და აჩენს თუ არა კითხვებს რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები მედია პლურალიზმსა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოში და თუ იგეგმება ამ საკითხის განხილვა საქართველოს მთავრობასთან.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი: დიდი მადლობა შეკითხვისთვის და პრეზიდენტი ტრამპის მიერ ახალი ელჩის ნომინირების აღნიშვნისთვის. კელი დეგნენი არის ჩემი კოლეგა და მეგობარი. წლების განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით ერთად იტალიაში. უკანასკნელ წლებში, ის მუშაობდა რომში, სადაც იყო მისიის უფროსი მოადგილე, მას აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ავღანეთსა და ნატო-ში ამერიკის მისიაში მსახურების და ამჟამად ის არის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველი ნეაპოლში. თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე ის სრულად არის მზად, აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოში ამერიკის მისიაზე. რაც შეეხება თარიღს, ეს სენატზეა დამოკიდებული, რადგან კელი დეგნენს მოუწევს ნომინაციისა და დანიშვნის პროცესების გავლა, და მე არ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო ზუსტად როდის მოხდება ეს, მაგრამ როგორც კი სენატი შეიკრიბება, დარწმუნებული ვარ რომ ისინი ჩანიშნავენ კალენდარში ქალბატონი დეგნენის მოსმენის დღეს და დადასტურება უშუალოდ სენატზე დამოკიდებული იქნება. თუმცა, ამავდროულად ჩვენი მისია საქართველოში აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, აშშ-საქართველოს პარტნიორობის სახელით ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის ხელმძღვანელობითა და დიპლომატების საუკეთესო გუნდის მუშაობით.

სახელმწიფო მდივანი პომპეო ძალიან ამაყობს ამ მისიის გუნდით და მე მოხარული ვარ, რომ დღეს საელჩოს ვეწვიე. ძალიან ლამაზი საელჩოა, გამოირჩევა არქიტექტურით. ვფიქრობთ, ის უხდება საქართველოს პეიზაჟს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საელჩოს შეაქვს უდიდესი წვლილი ამერიკა-საქართველოს პარტნიორობასა და მეგობრობაში.

რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, მინდა ხაზი გავუსვმა იმ გარემოებას, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა ისეთი პოლიტიკური გარემოს უზრუნველსაყოფად, რომელიც ხელს შეუწყობს პლურალიზმს სამოქალაქო საზოგადოებაში, პოლიტიკურ ასპარეზსა და მედიაში. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი დემოკრატიის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ისინი მნიშვნელოვანია ჩემს ქვეყანასა და ნატოს წევრ სახელმწიფოებში. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამ ყველაფერს მივყავართ იმ ღირებულებებამდე, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ ქართველ ხალხთან და ნატოს ყველა მოკავშირესთან. პოლიტიკურ ფიგურებსა და ლიდერებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ, წარმოადგინონ კამპანიები, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის წინსვლისა და განვითარების პოლიტიკასა და იდეებზე, რომელიც შეიცავს დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. და ეს მნიშვნელოვანი იქნება 2020 წლის სარჩევნო კამპანიისთვის.

შეკითხვა იმის შესახებ თუ რამდენად ახდენს გავლენას სამთავრობო ცვლილებები ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობაზე იმის ფონზე, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი ხშირად იცვლებიან და მათი პასუხისმგებლობა ეჭქვეშაა

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველ ხალხთან გვაქვს თანაზიარი ღირებულებები, რომელიც უკავშირდება ცივილიზებული საზოგადოების თანაარსებობას, პოლიტიკურ ჩართულობას, მედიასა და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გარემოს. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ საქართველოს მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია და ჩვენ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ გაატაროს კონკრეტული ზომები იმისათვის, რომ არჩევნებმა ყველა კანდიდატს მისცეს საშუალება იპაექრონ თანაბარი თამაშის პირობებით, მსგავსად ბიზნეს გარემოსი, სადაც დარწმუნებული უნდა იყო, რომ კომპანიებს, როგორც საერთაშორისოს, ისე ადგილობრივს, აქვს თანაბარი პირობები, იქნება ეს ინვესტიეციები თუ ვაჭრობა. თანაბარ პირობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკური განმარტებით ეს ნიშნავს, რომ ამომრჩევლები ხმის მიცემისას არიან თავისუფალნი. საქართველოს მომდევნო 2020 წლის არჩევნებზე ექნება შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული ღირებულებების დემონსტრაცია მოახდინოს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის იმ რეკომენდაცების შესრულება, რომელიც გაიცა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შეუწყობს ხელს საქართველოს წინსვლას. ასევე, უზრუნველყოფს ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შექმნას და იმ რიგი ფუნდამენტური ღირებულებების ასახვას, რაც ჩვენი რწმენით ქართველებს გააჩნიათ. ჩვენ გვსურს საქართველოს წინსვლა, რადგან ეს დაეხმარება

დასავლური და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.