სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ რიკერისა და ელჩ სტერლინგის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში

აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდასაჭერად ერთად მუშაობენ.
ელჩი ადამ სტერლინგი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამოქალაქო მოადგილე და საგარეო პოლიტიკის მრჩეველი თბილისში ჩამოსულ დელეგაციას შეუერთდა, რომელსაც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილ რიკერი ხელმძღვანელობს. ელჩმა სტერლინგმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავდაცვის საკითხებში აშშ-საქართველოს კავშირის მნიშვნელობას. „ჩვენ, შეერთებული შტატების მთავრობა, ისევე, როგორც აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა, ძალიან ვაფასებთ საქართველოსთან არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა აგრესიის წინააღმდეგ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩვენ მადლიერი ვართ ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მიერ გამოჩენილი მრავალწლიანი ურყევი მხარდაჭერის და ვაფასებთ მათი ჯარისკაცების მამაცურ თავგანწირვას.”