სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი სოფელ ოძისთან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს ეწვია (8 სექტემბერი)

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი სოფელ ოძისთან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს ეწვია
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი სოფელ ოძისთან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს ეწვია. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი სოფელ ოძისთან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს ეწვია. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი სოფელ ოძისთან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს ეწვია. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი სოფელ ოძისთან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს ეწვია (8 სექტემბერი)

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი აცხადებს შეშფოთებას დე ფაქტო ხელისუფლების განმეორებით მუქარებზე ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გამშვები პუნქტების განუსაზღვრელი ვადით დახურვის შესახებ. ფილიპ რიკერმა აღნიშნული სიტუაციის შესახებ მოხსენება საქართველოს ოფიციალური პირებისგან მოისმინა, მაშინ, როდესაც აკვირდებოდა ოძისის მახლობლად არსებული გამშვები პუნქტების დახურვას. მან მოუწოდა მყისიერად შეწყვეტილიყო ნებისმიერი სტრუქტურის, ღობისა თუ ბარიერების მშენებლობა, რაც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის არაკანონიერი ბორდერიზაციის გაძლიერებას. ელჩმა რიკერმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.