სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი და ელჩი სტერლინგი საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდნენ

შეერთებული შტატები ურყევად ერთგულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერმა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, ელჩმა ადამ სტერლინგმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და პარლამენტში ოპოზიციურ ლიდერებთან საქართველოს დასავლური ინტეგრაცია განიხილეს.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციური ქმედებებისა და მის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიმართ ყურადღების მიპყრობას გააგრძელებს.