სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, რიკერის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან

აშშ-ის მთავრობა პატივს სცემს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერს შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან და საერთაშრისო პარტნიორებთან, რათა ამ ორგანიზაციების მიერ საარჩევნო და სასამართლო რეფორმის ძალისხმევის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი განეხილა. მან ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს დასავლური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.