ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, რიკერის მოგზაურობა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 6-13 ივნისს, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკურ განვითარების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდება მთავრობას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადობას, რათა განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია.

სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობასა და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები.