სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ კეტრინ ინსლის ვიზიტი საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და სანაპირო დაცვაში

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ კეტრინ ინსლის ვიზიტი საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და სანაპირო დაცვაში. ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში, კეტრინ ინსლი შეხვდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს, რათა დაედასტურებინა ამერიკის ერთგულება საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან აღნიშნა: „ეს ვიზიტი საქართველოსა და შეერთებული შტატების მთავრობებს შორის არსებული მრავალწლიანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორობის დადასტურების შესაძლებლობაა. ეს პარტნიორობა ერთიორად მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომისა და რეგიონში გაზრდილი საომარი მოქმედებების ფონზე. ასევე, ეს არის შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მთავრობის ლიდერობისა და შესაძლებლობების პირადად ხილვის შანსი.” სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ინსლი მიესალმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ ნიკოლოზ შარაძესა და სანაპირო დაცვის დირექტორ რამაზ პაპიძეს.