სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ კეტრინ ინსლის ვიზიტი საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ კეტრინ ინსლის ვიზიტი საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში. ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

დღეს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში, კეტრინ ინსლი ეწვია საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC). ვიზიტისას მდივნის მეორე მოადგილე შეხვდა JMOC-ის დირექტორს, მეთაურ შოთა მიროტაძეს. JMOC-ი უწყებათშორისი ოპერაციების ცენტრია, რომელიც თანამშრომლობს და ინფორმაციას აზიარებს ისე როგორც ქვეყნის შიდა უწყებებთან, ასევე – საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვას საქართველოს საზღვაო სივრცე და ხელი შეუწყოს უკანონო აქტივობებში შემჩნეული ხომალდების ამოცნობას. აშშ-ის მთავრობა JMOC-ის შექმნაში შეტანილი წვლილით ამაყობს და აგრძელებს ცენტრის დახმარებას მისი განვითარებისთვის ტრენინგების, წვრთნებისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფით. ამით უმჯობესდება საზღვაო სივრცის ათვისება და თავსებადობა შავი ზღვის რეგიონის პარტნიორებთან.