ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეფ რენოს კომენტარი მედიისთვის EU4Energy ღონისძიებაზე (25 მაისი)

ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეფ რენოს კომენტარი მედიისთვის EU4Energy ღონისძიებაზე (25 მაისი)

როგორ შეაფასებდით საქართველოს ენერგო ბაზარს? როგორ ვითარდება იგი?

ჯ.რ: აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ენერგო სექტორს უდიდესი პოტენციალი აქვს. შემოთავაზებული შესაძლებლობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ის, რომ ინვესტორებს მიეცეთ საშუალება განახორციელონ ინვესტიციები. დღევანდელი დღის მნიშვნელობა სწორედ იმით აიხსნება, რომ იგი ხელს უწყობს  ენერგო ბაზრის ღიაობას; იძლევა ენერგო მიწოდების დივერსიფიკაციის საშუალებას, რაც, საბოლოო ჯამში, მეტ უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

რა არის დღევანდელი ბაზრის მთავარი გამოწვევები?

ჯ.რ.: მთავარი გამოწვევა ბაზარზე დღესდღეობით არის გამჭვირვალობა, რათა ინვესტორებმა ცხადად დაინახონ, თუ რა შესაძლებლობებია ინვესტირების კუთხით. გამჭვირვალე სისტემაში უფრო მეტ ინვესტორს აქვს საშუალება ნათლად დაინახოს და ჩადოს ინვესტიცია გარკვეულ სექტორში, რაც, თავის მხრივ, სექტორის განვითარებას უზრუნველყოფს. დღევანდელი დღეც სწორედ ამ შესაძლებლობების განხორციელებას უწყობს ხელს.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველი გახდეს?

ჯ.რ.: როგორც აღვნიშნე, ინვესტორები დაინტერესებულნი არიან გამჭვირვალეობით, რათა ცხადად დაინახონ, თუ რაში დებენ ინვესტიციას. ენერგო სისტემისა და სექტორის განვითარებასთან ერთად, მსგავსი შესაძლებლობები, რომლებიც ენერგო ბაზრის ღიაობასა და დივერსიფიკაციას უწყობენ ხელს, ინვესტორებს აძლევს საშუალებას უკეთ დაინახონ, თუ როგორ შეიძლება საქართველოს ენერგო სექტორში ინვესტირება. დღეს სწორედ ამ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას.