ადმირალი სკოტ ჯერაბეკი დელეგაციასთან ერთად ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია (8 თებერვალი)

ფოტო: NCDC.ge
ადმირალი სკოტ ჯერაბეკი დელეგაციასთან ერთად ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია. ფოტო: NCDC.ge

ადმირალი სკოტ ჯერაბეკი დელეგაციასთან ერთად ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია (8 თებერვალი)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა – ბატონმა ამირან გამყრელიძემ ამერიკელ სტუმრებს პრეზენტაციის სახით გააცნო ლუგარის ცენტრის ძირითადი ფუნქცია, ექსკლუზიური შესაძლებლობები და სტრატეგიული მიმართულებები შემდგომი განვითარების კუთხით. ადმირალმა ჯერაბეკმა საუბარში ხაზი გაუსვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსა და აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA)წარმატებულ თანამშრომლობას და შესაბამის შედეგებს.

ორივე მხარემ ასევე განიხილა მომავალი პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების პერსპექტივა და მიმართულებები.

შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ლუგარის ცენტრი.