Flag

An official website of the United States government

შვილად აყვანა
ავტორი
4 წუთიანი საკითხავი

შვილად აყვანა

ამ ნაწილში განხილულია შვილად აყვანის პროცესი, რომელიც სახელმწიფოთაშორისო მასშტაბით ხორციელდება. აღნიშნული პროცესი მრავალფეროვანია, რადგან იგი იმართება იმ ქვეყნების კანონმდებლობით, რომლებშიც შვილის აყვანის მსურველები და ბავშვი ცხოვრობენ (რაც შეერთებული შტატების შემთხვევაში გულისხმობს როგორც ფედერალურ, ასევე შტატის კანონმდებლობას), აგრეთვე იმ სახელმწიფოს კანონებით, რომელშიც კანონიერად ფორმდება შვილად აყვანის ფაქტი. ამასთანავე, თუ ბავშვის სამშობლო ჰააგის შვილად აყვანის კონვენციის წევრია, აუცილებელია ორივე ქვეყნის შესაბამისი პროცედურების შესრულება. მოვლენათა სავარაუდო განვითარების შეფასებისას შვილის აყვანის მსურველებმა ყველა ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ.

ავტორი

ვის შეუძლია შვილად აყვანა

”ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რომ იგი ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში იზრდებოდეს… [I] სახელმწიფოთაშორისო მასშტაბით შვილად აყვანისას შესაძლოა, უპირატესობას წარმოადგენდეს მუდმივი ოჯახით ისეთი ბავშვის უზრუნველყოფის შესაძლებლობა, რომლისთვისაც სამშობლოში შესაფერისი ოჯახი ვერ მოიძებნა.”

ჰააგის შვილად აყვანის კონვენცია , შესავალი

მოყვარული ოჯახი ყველა ბავშვზე ახდენს ღრმა, დადებით ზეგავლენას. სახელმწიფოთაშორისო მასშტაბით შვილად აყვანის პროცედურამ ეს მსოფლიოს ათასობით ბავშვისათვის შესაძლებელი გახადა. იმ შემთხვევებში, როცა ბავშვები ნათესავებთან ვერ რჩებიან და ადგილობრივ საზოგადოებაში შეუძლებელია მათთვის ახალი მშობლების მოძებნა, სახელმწიფოთაშორისი მასშტაბით შვილად აყვანა ბავშვებს გზას უხსნის ზრუნვის, უსაფრთხოებისა და სიყვარულისაკენ, რომლებსაც ისინი მუდმივი ოჯახისაგან ღებულობენ.

დამატებითი რესურსები:

ბავშვის კეთილდღეობის საინფორმაციო არხები: Child Welfare Information Gateway – ბავშვთა ბიუროს (Children’s Bureau), ბავშვთა და ოჯახების ადმინისტრაციის (Administration for Children and Families) და აშშ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს (U.S. Department of Health and Human Services) მომსახურება

Medline Plus – აშშ ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის და და ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების მომსახურება

ჯანსაღი დასაწყისი: მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისა და საერთაშორისო მასშტაბით შვილად აყვანილი ბავშვებისათვის A Healthy Beginning: Important Information for Parents of Internationally Adopted Children (PDF 167 KB) – ამერიკის პედიატრიის აკადემიის ბროშურა.

“ჩემი ადმინისტრაცია ერთგული რჩება იმ იდეისა, რომ აუცილებელია ყოველი ბავშვის დახმარება მოყვარული ოჯახის პოვნის მიზნით” – პრეზიდენტი ბარაკ ობამა, პრეზიდენტის მიმართვა ქვეყნის მასშტაბით შვილად აყვანის თაობაზე, 2012.

სხვა ქვეყნიდან შვილის ასაყვანად და საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში მის გადმოსაყვანად, თქვენ თავდაპირველად უფლება უნდა მოიპოვოთ აშშ კანონმდებლობით. ფედერალურმა სააგენტო, რომელიც გადაწყვეტილებას ღებულობს აშშ მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურია (USCIS) ღებულობს, ეს უკანასკნელი კი ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ნაწილს წარმოადგენს. თქვენ არ გაქვთ უფლება ნაშვილები ბავშვი (ან ბავშვი, რომელზე კანონიერი მეურვეობაც იმიგრაციისა და შვილად აყვანის მიზნით მოიპოვეთ) შეერთებულ შტატებში ჩამოიყვანოთ მანამდე, სანამ USCIS არ დაადგენს, რომ თქვენ უფლებამოსილი ხართ, ბავშვი სხვა ქვეყნიდან აიყვანოთ.

ეროვნული მოთხოვნები

იმისათვის, რომ უცხოეთში დაბადებული ბავშვი შეერთებულ შტატებში ჩამოიყვანოთ, გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა აუცილებელი. ძირითადი მოთხოვნები მოიცავს შემდეგს:

  1. თქვენ აშშ მოქალაქე უნდა იყოთ.
  2. თუ ქორწინებაში მყოფი არ ბრძანდებით, მინიმალური დასაშვები ასაკი 25 წელია.
  3. თუ დაქორწინებული ხართ, ბავშვის აყვანა ერთობლივად უნდა მოხდეს (იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაშორებული ხართ, მაგრამ განქორწინება ოფიციალურად გაფორმებული არ არის). ამასთანავე თქვენი მეუღლე ასევე აშშ მოქალაქე უნდა იყოს ან აშშ-ში კანონიერი სტატუსი უნდა გააჩნდეს
  4. თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრავს თქვენს შესაფერისობას შვილის აყვანისათვის, რაც მოიცავს წარსულში სამართალდარღვევების არსებობის შემოწმებას, თითის ანაბეჭდების აღებას და სოციალური-საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ დასკვნას.

სახელმწიფოს მოთხოვნები

აშშ კანონმდებლობის შესაბამისად შვილად აყვანის უფლების მოპოვებასთან ერთად, თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ საკუთარი შტატის ის მოთხოვნები, რომლებიც შვილის აყვანის მსურველებს ეხება. ყოველი კონკრეტული შტატის მოთხოვნები Child Welfare Information Gateway -ს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

უცხო ქვეყნის მოთხოვნები

ყოველ ქვეყანას გააჩნია საკუთარი მოთხოვნები შვილის აყვანის მსურველებთან მიმართებაში. აღნიშნული საკითხი ამ ვებ-გვერდის ქვეყნების საინფორმაციო ნაწილშია განმარტებული.