ელჩი იან კელი მასპინძლობს საქართველოს ბაზარზე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი კომპანიისათვის გამართულ მიღებას (20 სექტემბერი)

Ambassador Kelly welcomes guests at the Reception. Photo: State Dept
ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ელჩი იან კელი მასპინძლობს საქართველოს ბაზარზე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი კომპანიისათვის გამართულ მიღებას.

ელჩი იან კელი მასპინძლობს საქართველოს ბაზარზე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი კომპანიისათვის გამართულ მიღებას (20 სექტემბერი)

20 სექტემბერს იან კელიმ უმასპინძლა საქართველოს ბაზარზე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას AECOM, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტები. მიღებას ესწრებოდნენ საჯარო და  კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობს საქართველოში ყველა დარგში ამერიკული ინვესტიციების ჩადებას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამერიკული ბრენდებისა და ბიზნესის საშუალებით  კავშირი ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მყარი ხდება.

ღონისძიების შემდეგ ელჩი კერი პასუხობს პრესის შეკითხვებს.

კითხვა: რა მნიშვნელობა აქვს AECOM-ის  შემოსვლას საქართველოს ბაზარზე?

ელჩი კელი: დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია  ამერიკასა და საქართველოს შორის ვაჭრობის ზრდა და ამერიკული კომპანიების ინვესტიციების შემოტანა საქართველოშ. ამიტომ ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ  AECOM – მა გადაწყვიტა საქართველოს ბაზარზე შემოსვლა.  ჩემი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ეს კომპანია ინფრასტრუქტურის სფეროში საქმიანობს, რადგან ვფიქრობ, რომ  ეს ეკონომიკის ის სფეროა, სადაც  ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ რეალური წვლილის შეტანა,  შეუძლიათ დაეხმარონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და სამუშაო ადგილების შექმნაში.