საქართველოს სტუმრობს აფრო-ამერიკელი ოპერის მომღერალი გრეის ბამბრი (30 აპრილი)

საქართველოს სტუმრობს აფრო-ამერიკელი ოპერის მომღერალი გრეის ბამბრი (30 აპრილი)

 

აშშ-ის საელჩოს მოწვევით, საქართველოს სტუმრობს აფრო-ამერიკელი ოპერის მომღერალი გრეის ბამბრი, რომელიც ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის OPERA CROWN – თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი იქნება. პროგრამა ხოლრციელდება აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით.

გრეის ბამბრი ასევე შეხვდება სტუდენტებს და გაუზიარებს საკუთარ გამოციდლებას, როგორც ხელოვნების ამ სფეროში უმცირესობის წარმომადგენელი.

გრეისის საუბარი და მასტერკლასი ქართველი ვოკალის სტუდენტებისთვის გაიმართება თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დღეს, 16:00 საათზე (0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. 8-10)

გრეის ბამბრი ამერიკელი ოპერის მოღერალია, რომელიც მისი თაობის წამყვან მეცო-სოპრანოდ მიიჩნევა. ის იყო წამყვანი აფრო-ამერიკელი ოპერის მომღელალი, რომელმაც გზა გაუხსნა მომავალ აფრო-ამერიკელ ოპერის მომღერლებს.

გრეის ბამბრი 1937 წელს სენტ-ლუისში, მისურის შტატში, რკინიგზის მტვირთავის და სკოლის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. მან პირველი შავკანიანების სკოლა დაამთავრა მისისიპის დასავლეთით. 17 წლის ასაკში რადიოს სიმღერის კონკურსში გაიმარჯვა და ადგილობრივ კონსერვატორიაში სტიპენდია მიიღო. სამწუხაროდ, კონსერვატორია სეგრეგირებული იყო და არ იღებდა შავკანიან სტუდენტებს. სანაცვლოდ, კონკურსის ორგანიზატორებმა მისი სწავლა ბოსტონის საუნივერსიტეტო კოლეჯში დააფინანსეს, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე.

ბამბრი არა ერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის UNESCO-ს, ჯუზეპე ვერდის მუსიკალური აკადემიისა და საფრანგეთის მთავრობის. 2009 წელს, საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მან კენედის ცენტის საპატიო ჯილდო მიიღო.